ფა ფე ფი ფრ ფს ფუ
ფერ

ფერისცვალება

„ზეცისა მეუფემან უჩუენა (მოციქულთა) გამოუთქუმელი იგი ხილვაჲ, რომლისა ქერაბინთაცა შეუძლებელ არს თუალთა შედგმად!“ „აღვიდოდა (მოციქულთა) მათ თანა ლოცვად მთასა მას ვითარცა კაცი, ხოლო გამობრწყინდა დიდებითა ღმრთეებით“; „ილოცვიდა მას ჟამსა დიდებისა თჳსისასა, ოდეს-იგი გამობრწყინდა მამულისა მის დიდებისა ბრწყინვალებითა;... რაჲთა აჩუენოს სრული მსგავსებაჲ ჩუენისა მის ბუნებისაჲ თჳნიერ ცოდვისა და რაჲთა ლოცვათა ჩუენთა წინამძღუარ იქმნეს მამისა თანა, ვითარცა-იგი შოვა-მდგომელ არს და მღდელთმოძღუარ ღმრთისა მიმართ, რაჲთა შესწირვიდეს ლოცვათა ჩუენთა და გჳლხინებდეს ცოდვათა. და ვითარცა-იგი ნათლის-ღებითა მით არა თუ განწმენდასა მოიღებდა წყალთა მათგან, არამედ უფროჲსღა მისცემდა სიწმიდესა, ეგრეცა ლოცვითა ამით არა თუ წყალობასა და შეწყნარებასა მოიღებდა, არამედ უფროჲსღა შეწყნარებულ ჰყოფდა, მლოცველთა მიჰმადლებდა წყალობასა“ (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.) „ამისთჳს პირველვე (ფერისცვალებისას) დიდებასა უჩუენებდა, რაჲთა არა შემდგომად ადგომისა მისისა მკუდრეთით ეგონოს მიღებად ძალი იგი, არამედ უწყოდიან, ვითარმედ პირველვე აქუნდა მამისა თანა მტეობაჲ, და პირველითგანვე მეუფებაჲ იყო სიკუდილისაჲ და მეუფჱ დიდებისაჲ“ (უდაბნოს მრავალთავი (IX-X სს.), აკაკი შანიძისა და ზურაბ ჭუმბურიძის რედაქციით, ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს: ლ. ბარამიძემ, კ. დანელიამ, რ. ენუქაშვილმა, ი. იმნაიშვილმა, ლ. კიკნაძემ, მ. შანიძემ და ზ. ჭუმბურიძემ. თბ., 1994.) ფერისცვალებისას „ორთა მზეთა ხედვენ მოციქულნი ესე: ერთსა – ჩუეულებისაებრ ყოვლადვე ხილულსა და ერთსა – უხილავსა. გარნა ხოლო მათგან ყოვლისა განსრულებისა მისისა იყო ბრწყინვალებაჲ მისი, არა ვითარცა ბრწყინვალებაჲ მოსჱსი, რამეთუ პირი ხოლო მისი ბრწყინვიდა, და შინაგან არა აქუნდა ბრწყინვალებაჲ. ხოლო ქრისტჱსი ბრწყინვალებაჲ ყოვლითვე სრულ იყო: ვითარცა გარეშე, ეგრეცა შინაგან“ (უდაბნოს მრავალთავი (IX-X სს.), აკაკი შანიძისა და ზურაბ ჭუმბურიძის რედაქციით, ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს: ლ. ბარამიძემ, კ. დანელიამ, რ. ენუქაშვილმა, ი. იმნაიშვილმა, ლ. კიკნაძემ, მ. შანიძემ და ზ. ჭუმბურიძემ. თბ., 1994.) მაცხოვრის ფერისცვალებამ ქრისტეს ღმრთეების მიმართ მოციქულთა სარწმუნოება კიდევ უფრო განამტკიცა: „ხოლო თავთა ამათ მოციქულთასა (პეტრეს, იაკობსა და იოვანეს) წამებაჲ მამისაჲ ესმოდა. ამით უფროჲსად სიმტკიცესა ქრისტჱსა ღმრთეებისასა შეიწყნარებდეს, რამეთუ მოსეს და ელიას ვითარცა მონათა, წინაშე მისა მდგომარეთა, ჰხედვიდეს... და გულისხმა-ყვეს მოციქულთა, ვითარმედ ვერვის ძალ-ედვა მოყვანებაჲ მოსჱსი, გარნა რომელმან-იგი დამარხა, და ვერცა ელიაჲსი, თჳნიერ – რომელმან-იგი აღამაღლა, რამეთუ არავინ უწყოდა საფლავი მოსჱსი, თჳნიერ დამფლველისა მისისა, და არცა საყოფელი ელიაჲსი, თჳნიერ მიმყვანებელისა მისისა“ (უდაბნოს მრავალთავი (IX-X სს.), აკაკი შანიძისა და ზურაბ ჭუმბურიძის რედაქციით, ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს: ლ. ბარამიძემ, კ. დანელიამ, რ. ენუქაშვილმა, ი. იმნაიშვილმა, ლ. კიკნაძემ, მ. შანიძემ და ზ. ჭუმბურიძემ. თბ., 1994.) თაბორზე ღმრთეება გამობრწყინდა: „რამეთუ გამობრწყინდა პირი მისი ვითარცა მზჱ, რამეთუ ღმრთეებაჲ უბრწყინვალჱს არს მზისთუალისა და უმჴურვალჱს არს ალისა მის ცეცხლისა. არამედ ესოდენ შეუძლეს წმიდათა მოციქულთა გამოთქუმად და უწყებად ჩუენდა, რამეთუ ქუეყანასა ზედა არაჲ ვიცით უბრწყინვალჱს მზისა. და რამეთუ სამოსელი მისი იქმნა, ვითარცა თოვლი და ვითარცა ნათელი უბრწყინვალჱს ნათლისა და ელვისა და თოვლისა. არავე რაჲ ვიცით, არცა გჳხილავს რაჲ ქუეყანასა ზედა, ამისთჳსცა ესოდენ გუაუწყეს წმიდათა მოციქულთა მათ“ (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.) თაბორზე მაცხოვარმა „გამოუცხადა წმიდათავე მათ სანატრელთა მოციქულთა მისთა ხატი და ბრწყინვალებაჲ დიდებისა თჳსისაჲ“ (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.) ნიშნები, რომლითაც მოციქულებმა შეიცნეს მოსე და ელია, ხოლო მათ მიერ – მაცხოვარი: „მაშინ იხილეს, რამეთუ ერთსა მას ჰქონდეს ფიცარნი ქვისანი, რომელთა შინა წერილ იყვნეს სიტყუანი შჯულისანი, გულისხმა-ყვეს, რამეთუ ესე მოსე არს შჯულისმდებელი იგი ისრაჱლისაჲ. და ერთსა მას ხედვიდეს, რამეთუ ეტლითა ცეცხლისაჲთა მოსრულ იყო, გულისხმა-ყვეს, ვითარმედ ესე არს ელია, რომელი აღმაღლდა ეტლითა ცეცხლისაჲთა, რეცა თუ ვითარცა ზეცად. და ვითარცა ცნეს ჭეშმარიტად, რამეთუ ერთი მოსე არს და ერთი არს ელია, მაშინ გულისხმა-ყვეს, რამეთუ უფალი არს ესე ცხოველთა და მკუდართა“ (K.398). მიზეზი ფერისცვალებისა: მოციქულებს „რაჟამს ესმნეს: „მამაო, უკუეთუ შესაძლებელ არს, თანა-წარმჴედინ მე სასუმელი ესე“ (მთ. 26,39; მრკ. 14,36; ლუკ. 22,42), არა შეორგულდენ ურწმუნოებით, არამედ განძლიერდენ სარწმუნოებით. მოიჴსენონ, რამეთუ ესე არს, რომელი იხილეს დიდებითა საშინელითა და ბრწყინვალებითა გამოუთქუმელითა მთასა მას ზედა“ (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.) ფერისცვალება სახეა მეორედ მოსვლისა: „მთასა ზედა იხილეს მათ, ვითარ-იგი მოსლვად იყო ძჱ ღმრთისაჲ და ძჱ კაცისაჲ“ (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.) მაცხოვარი მოციქულებს მათივე შესაძლებლობის მიხედვით გამოეცხადა: „არცაღა სიღრმესა ღმრთეებისა მისისასა დატევნად შემძლებელ იყვნეს მოციქულნი იგი, არამედ რაჲ შემძლებელ იყვნეს, ეგრჱთ ეჩუენა“ (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9