ფა ფე ფი ფრ ფს ფუ
ფილ

ფილოსოფოსობის განსაზღვრებანი

„პირველი, ფილოსოფოსობაჲ არს მეცნიერებაჲ ნამდჳლვეთაჲ, უკუეთუ ნამდჳლვე რაჲ არიან, ესე იგი არს, ცნობაჲ ბუნებისა თჳსისაჲ. მეორე, ფილოსოფოსობაჲ არს მეცნიერებაჲ საღმრთოთა და კაცობრივთა საქმეთაჲ. მესამე, ფილოსოფოსობაჲ არს წურთაჲ სიკუდილისა შემთხუევითისაჲცა და ბუნებითისაჲცა. მეოთხე, ფილოსოფოსობაჲ არს მსგავსებაჲ ღმრთისაჲ ძალისაებრ კაცობრივისა, ხოლო ვემსგავსებით ღმერთსა სიმართლითა და სიწმიდითა და სახიერებითა. სიმართლე უკუე არს სწორად განმყოფელობაჲ, ესე იგი არს, არცა ცრუვებაჲ, არცა თუალ-ხუმაჲ სასჯელსა შინა, არამედ მიგებაჲ თითოეულისაჲ საქმეთა მისთაებრ. ხოლო სიწმიდე და სახიერებაჲ არს ზეშთა სიმართლისაჲ, რაჲთა თავს-იდებდეს ცრუთასა და არა ხოლო შეუნდობდეს, არამედ კეთილსაცა უყოფდეს მათ, რომელნი ჰმძლავრობდენ მას. მეხუთედ, ფილოსოფოსობაჲ არს ჴელოვნებაჲ ჴელოვნებათაჲ და მოძღურებაჲ მოძღურებათაჲ, რამეთუ ფილოსოფოსობაჲ დასაბამი არს ყოველთა ხელოვნებათაჲ, რამეთუ მის მიერ ყოველი ჴელოვნებაჲ მოპოვნებულ იქმნა. მეექუსედ, ფილოსოფოსობაჲ არს სიყუარული სიბრძნისაჲ, ხოლო სიბრძნე ჭეშმარიტი ღმერთი არს. აწ უკუე სიყუარული ღმრთისა მიმართ – ესე არს ჭეშმარიტი სიბრძნე“ (იოანე დამასკელი, დიალექტიკა, ქართული თარგმანების ტექსტი გამოსცა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო მაია რაფავამ, თბ., 1976.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9