ქა ქე ქვ ქმ ქო ქრ ქუ
ქებ

ქება მოყვასისა

„საყუარელ არს, რომელი აქებდეს მოყუასსა ყოველთა წინაშე“; „რომელი უძლურ იყოს და ვერ ეძლოს შრომად, აქებდინ შრომათა მათ ძმისა თჳსისათა და ადიდებდინ მათ და ჰრწმენინ, რამეთუ მის თანა იხარებდეს კეთილთა შინა“; „რამეთუ აქებედ შრომასა მოყუასთა თჳსთასა და შევლენან სასუფეველსა ღმრთისასა განსუენებულად, რამეთუ დიდი სასყიდელი აქუს, რომელი აქებდეს მოყუასსა“; „ყოველი შეურაცხებაჲ მტერსა აჩემეთ, რამეთუ არსვე მისა. ხოლო ქებაჲ იგი ძმათა თქუენთაჲ ცხად იყავნ თქუენ მიერ ყოველთა წინაშე და მასვე ზრახევდით და იყოს თქუენდა სარგებელად“ (ფსევდომაკარის თხზულებათა ქართული ვერსია, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო გ. ნინუამ, თბ., 1982.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9