ქა ქე ქვ ქმ ქო ქრ ქუ
ქრი

ქრისტე

(სახელის განსაზღვრება) „ქრისტე გუამოვნებისა მის სახელი არს, არა ერთსა ზედა ითქუმის განთჳსებულად, არამედ ორთა მათ ბუნებათა მომასწავებელ არს. რამეთუ ქრისტე ცხებულად გამოითარგმანების; და მან თავადმან ქმნა ესე, სცხო, ვითარცა ღმერთმან ჴორცთა თჳსთა ღმრთეებითა თჳსითა, და ცხებულ იქმნა, ვითარცა კაცი. რამეთუ იგი თავადი არს ორივე – ღმერთი და კაცი, და საცხებელ კაცებისა არს ღმრთეებაჲ მისი“ (წმ. ეფთვიმე მთაწმიდელი, წინამძღუარი (სარწმუნოებისათვის), ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს თორნიკე ჭყონიამ და ნანა ჩიკვატიამ; გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო ნანა ჩიკვატიამ, თბ., 2007.) „ქრისტე ორთავე ბუნებათა სახელი არს და ღმრთადცა ითქუმის და კაცადცა, დაუბადებელად და დაბადებულად, და უვნებელად ღმრთეებითა და ვნებულად ჴორცითა“ (წმ. ეფთვიმე მთაწმიდელი, წინამძღუარი (სარწმუნოებისათვის), ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს თორნიკე ჭყონიამ და ნანა ჩიკვატიამ; გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო ნანა ჩიკვატიამ, თბ., 2007.) „ქრისტე „ცხებულად“ გამოითარგმანების, ვითარ-იგი მრავალ გზის გუასმიეს წმიდათა წერილთა შინა; ხოლო მიზეზი ამის პირისაჲ რეცა საძიებელ არს, თუ ვითარ ბერძულთა საფსალმუნეთა შინა მრავალ გზის მოიჴსენების სახელი ქრისტესი, ხოლო ქართულთა შინა არცა ერთ გზის სადა. გარნა ესე ამიერ ისწავე, რამეთუ ვითარ-იგი ბერძენნი პატივისათჳს ებრაელთაჲსა მრავალთა სიტყუათა იჴუმევენ ებრაულთა, ეგრეთვე ქართველთა მრავალი სიტყუაჲ აქუს საჴმრად ებრაულისაგანცა და ბერძულისაგანცა, ვინაჲცა უმეცართა მიერ არა ადვილად განირჩევიან უცხონი იგი სიტყუანი ბერძულნი ებრაულისაგან. ხოლო ჩუენ ებრაულისაგანცა მათვე სიტყუათა შემოვიხუამთ, რომელნი ბერძენთა შემოუხუმან, და კუალად ბერძულისაგანცა სხუათა უმეტესთა სიტყუათა, რომელთაგანი ერთი არს სახელი ქრისტესი. რამეთუ ებრაელთა თჳსსა ენასა სხუაჲ სახელი აქუს „ცხებულისაჲ“, ესე-იგი არს „მესია“, ხოლო ბერძულად „ქრისტე“ არს ნაცვალად „ცხებულისა“. ვინაჲცა ცხად არს, ვითარმედ პატივისათჳს ბერძენთაჲსა ვიტყჳთ „ქრისტესა“, ხოლო დავითთა შინა „ცხებულსა“ ვიტყჳთ ნაცვალად „ქრისტესა“, რაჲთა უმეტესად ცხად იყოს ძალი სიტყუათაჲ. და გუენება, თუმცა არავე უღონო არს თქუმად, ვითარმედ „უფლისათჳს და ქრისტეს მისისათჳს“ (ფს. 2,2). და კუალად წინაუკმო შესაძლებელ არს იერემიაჲსსაცა მას სიტყუასა ესრეთ თქუმად, ვითარმედ: „სულ პირისა ჩუენისა, ცხებულ უფალი“. არამედ ჩუენ გჳსწავიეს მამათაგან, რაჲთა ოდესმე „ცხებულსა“ ვიტყოდით განცხადებისათჳს სიტყუათაჲსა და ოდესმე – „ქრისტესა“ პატივისათჳს ბერძენთაჲსა. გარნა ესე მტკიცედ საცნაურ არს, ვითარმედ ორითავე ამით უფალი ჩუენი იესუ ქრისტე იქადაგების ცხებულად უფლისა“ (ძვ. ქართული ენის კათედრის შრ. 11, შესავალი ფსალმუნთა თარგმანებისა, გამსც. მოამზადა მზ. შანიძემ. თბ., 1968.) სიტყვა-ღმერთს ქრისტეს (ცხებულის) სახელი განკაცების შემდეგ ეწოდა: „სახელ-ედების ქრისტეცა ცხებისათჳს ჩუენ თანა კაცობრივ... განგებულებით ცხებულად ითქუმის, ვითარცა კაცი საცნაურად, გარდამოსლვით მის ზედა სულისა წმიდისაჲთა, რაჲთა ჩუენ თანაცა ეგოს და ადამისმიერი იგი გარდასლვაჲ მცნებისაჲ უჩინო-ყოს. ვინაჲცა თჳთ იგი მხოლოდშობილი სიტყუაჲ ღმრთისაჲ ჴორცქმნილი სახელ-იდების ქრისტედ“ (ანტინესტორიანული ტრაქტატები არსენი ვაჩეს ძის „დოგმატიკონში”, ქართული თარგმანების ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, შენიშვნები და ლექსიკონები დაურთო ა. ჩანტლაძემ, თბ., 1997.) მეფენიცა და წინასწარმეტყველნიც ცხებულებად იწოდებოდნენ, რადგან პირველნი ზეთით იყვნენ ცხებულნი, ხოლო მეორენი – სულიწმიდით, მაგრამ მაცხოვრის ცხებულობა იმით განსხვავდება, რომ მან კაცობრივი ბუნება უცოდველობის პატივით აღამაღლა და ამით მას სულიწმიდით ცხებულობის ღირსება მიანიჭა; „რამეთუ ზეთითა იცხებოდეს უძუელესნი ვიეთნიმე ღმრთისა ეგრეთ სათნოყოფითა მაშინ და წინდ მეფობისა იყო ცხებაჲ იგი მათი. ხოლო იცხებოდეს წინაჲსწარმეტყუელნიცა საცნაურად სულითა წმიდითა, ვინაჲცა ამიერ სახელ-იდებოდეს ცხებულად... ხოლო ჩუენ ყოველთა მაცხოვრისა ქრისტეს ზედა ცხებასა უკუე ვიტყჳთ ქმნილად, გარნა არა მოსწავებითსა, ვითარ-იგი იყო ზეთისა მოქმედისაჲ, არცა ვითარი იყო მადლისა წინაჲსწარმეტყუელებითისაჲ, არამედ... ჯერ-იყო კუალად წყალობითა ღმრთისაჲთა პირველისავე პატივისა მიმართ აღსლვაჲ და სულისა წმიდისა ღირსყოფაჲ. ამისთჳს განკაცნა მხოლოდშობილი ძე ღმრთისაჲ და გამოუჩნდა ქუეყანისათა ქუეყნიერითა ჴორცითა და თავისუფალ იქმნა ცოდვისაგან, რაჲთა მის მხოლოჲსა მიერ უცოდველობისასა ქადულობით გჳრგჳნოსანი ბუნებაჲ კაცისაჲ განამდიდროს სიწმიდითა და საღმრთოდ ხატებად დასახოს კუალად სიწმიდისა მიერ... ცხებულ უკუე იქმნების ჩუენებრითა კაცებითა ძე საქებელობათა მიერ უცოდველობისათა, ვითარცა ვთქუთ, განბრწყინვებითა მის შორის კაცობრივისა ბუნებისაჲთა და ღირსქმნულებითა სულისა წმიდისა მიერისა ცხებულებისაჲთა“ (ანტინესტორიანული ტრაქტატები არსენი ვაჩეს ძის „დოგმატიკონში”, ქართული თარგმანების ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, შენიშვნები და ლექსიკონები დაურთო ა. ჩანტლაძემ, თბ., 1997.) „არა კაცებასა ხოლო სიტყჳსა ღმრთისასა სახელ-ედების მარტოდ ქრისტე, რაჲთა ესე ვთქუათ, რამეთუ ღმრთისმეტყუელისა გრიგოლისებრ, ცხებულად ითქუმის ღმრთეებისათჳს, რამეთუ იგი არს საცხებელი კაცებისაჲ, არა მოქმედებით სხუათა ცხებულთაებრ წმიდამყოფელი, არამედ ყოვლითურთითა მოსლვითა მცხებელისაჲთა და ღმერთყოფითა ცხებულისაჲთა შეზავებითა, ვითარცა ბუნებათაჲთა, ეგრეთვე წოდებათაჲთა და ურთიერთას დატევნითა სიტყჳთა თანამეგუამეობისაჲთა, რომლისათჳს არცა ღმრთისაგანსა სიტყუასა სახელ-სდვა თჳსაგან ქრისტედ ღმრთისმეტყუელმან, არცა კუალად სხუად ქრისტედ დედაკაცისაგანსა. არამედ მხოლოდ ერთი ოდენ უწყის ქრისტე ღმრთისა მამისაგანი სიტყუაჲ თჳსთა ჴორცთა თანა“ (ანტინესტორიანული ტრაქტატები არსენი ვაჩეს ძის „დოგმატიკონში”, ქართული თარგმანების ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, შენიშვნები და ლექსიკონები დაურთო ა. ჩანტლაძემ, თბ., 1997.) „ქრისტე ერთკერძო არა ითქუმის, არამედ თჳთ მას ერთსა სახელსა შინა მყოფად იხილვებიან ნიშნი მრჩობლთა ბუნებათანი, საღმრთოჲსა და კაცობრივისანი“ (ანტინესტორიანული ტრაქტატები არსენი ვაჩეს ძის „დოგმატიკონში”, ქართული თარგმანების ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, შენიშვნები და ლექსიკონები დაურთო ა. ჩანტლაძემ, თბ., 1997.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9