ქა ქე ქვ ქმ ქო ქრ ქუ
ქრი

ქრისტოლოგია

„მხოლოდშობილი ძჱ და სიტყუაჲ ღმრთისაჲ, ღმერთი ჭეშმარიტი, წყალობითა თჳსითა ცხორებისათჳს ჩუენისა სათნოყოფითა მამისაჲთა და შეწევნითა სულისა წმიდისაჲთა გარდამოჴდა და დაემკჳდრა უთესლოდ და განუხრწნელად საშოსა ყოვლად წმიდისა მის ქალწულისა და ღმრთისმშობელისა მარიამისსა, და იშვა სულისა მიერ წმიდისა და უქორწინებელისა მისგან დედისა და იქმნა სრული კაცი. და ვითარმედ: იგი თავადი ღმერთი არს სრული და კაცი სრული ორთაგან ბუნებათა, ღმრთეებისა და კაცებისა, და ორთა შინა ბუნებათა გონიერთა, ორითა ნებითა და ორითა საქმითა თჳთმფლობელითა, სრულითა თითოეულისაებრ ორთა მათ ბუნებათა წესისა და სიტყჳსა, ღმერთეებისა და კაცებისა, ერთითა გუამითა, ორთაგან ბუნებათა შემზადებულისა. და ვითარმედ: მოემშია და მოეწყურა და დაშურა და ჯუარს-ეცუა, და სიკუდილი თავს-იდვა და დაეფლა ბუნებითა კაცებისაჲთა, ხოლო ღმრთეებაჲ უვნებელად ეგო, აღდგა მესამესა დღესა და ამაღლდა ზეცად, ვინაჲცა გარდამოჴდა, და კუალად მოსლვად არს განკითხვად ცხოველთა და მკუდართა. ამას ყოველსა წამებენ და გუასწავლიან წერილნი და კრებულნი ყოველთა წმიდათანი“ (წმ. ეფთვიმე მთაწმიდელი, წინამძღუარი (სარწმუნოებისათვის), ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს თორნიკე ჭყონიამ და ნანა ჩიკვატიამ; გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო ნანა ჩიკვატიამ, თბ., 2007.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9