„წმიდა იყო და უცოდველ ბუნებაჲ კაცთაჲ ჯერეთ და ზიარებად თჳსად აღიყვანებდა მას ღმერთი შთაბერვითა მით სულისაჲთა და ხატად თჳსად შექმნითა. ვითარ-ესე რაჟამს შეიბღალა იგი ვნებათა მიერ და განეშორა ღმერთსა, თავს-იდვა მან შეერთებაჲ მისა და უდარესი იგი მიიღო და შეუერთებელნი იგი შეაერთნა. რამეთუ პირველ არცა ერთითა გუამოვნებისა და არსებისა ერთობითა აქუნდა ზიარებაჲ ღმრთისა თანა ბუნებასა ჩუენსა. ხოლო აწ გუამოვნებით ერთ იქმნა მის თანა, რამეთუ მოიღო იგი და შეაერთა განუყოფელად ქრისტემან თავსა თჳსსა და დაიცვა იგი უვნებელად თჳთებითა ბუნებისაჲთა და განუყოფელობითა გუამისაჲთა. ესრეთ ფრიად პირველისა მის უდიდებულესითა ზიარებითა იზიარა სიტყუამან მან კაცებაჲ, რამეთუ გუამოვნებით შეაერთა იგი თავსა თჳსსა“ (ღირ. მაქსიმე აღმსარებლის კომენტარები წმ. გრიგოლ ღმრთისმეტყველის 38-ე სიტყვაზე „შობისათვის” / სიტყვანი წმ. გრიგოლ ღმრთისმეტყველისა, ე. მეტრეველის რედაქტორობით გამოსაცემად მოამზადეს ქ. ბეზარაშვილმა, ც. ქურციკიძემ, ნ. მელიქიშვილმა, თ. ოთხმეზურმა და მ. რაფავამ //Corpus christianorum, Series Graeca 45, Corpus Nazianzenum 12, Sancti Gregorii Nazianzeni opera, Versio iberica III, Brepols, 2001.) – მაშასადამე, პირველი კაცის უცოდველ მდგომარეობაზე აღმატებულია მდგომარეობა ქრისტეს მიერ მიღებული კაცებისა, ვინაიდან მეორე ადამი შობისთანავე განიღმრთო, ხოლო პირველი ადამი მას ვერ ეწია.
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8