ღვ ღმ ღუ
ღმე ღმრ

ღმრთის უარყოფის ორი სახე

ათეისტი, ანუ ღმრთის უარმყოფელი და ის, ვინც ბოროტების მიზეზად ღმერთს მიიჩნევს, ერთნაირად უგუნურნი არიან: „უგუნურ არს უკუე ჭეშმარიტებით და გამოჴუებული გონებისაგან და სიბრძნისა, რომელი იტყოდის, ვითარმედ: არა არს ღმერთი. ხოლო მსგავს მისა არს და არარაჲთ უდარეს უგუნურებითა, რომელი იტყოდის, ვითარმედ: მიზეზი ბოროტთაჲ ღმერთი არს. რამეთუ შესწორებულად პირველისა მის ვიტყჳ ამისსაცა ცოდვასა, ვინაჲთგან ორნივე უარ-ჰყოფენ სახიერებასა მისსა. ერთი იგი იტყჳს, ვითარმედ: ყოლადვე არა არს, და მეორე ესე იტყჳს, ვითარმედ: არა სახიერ არს. რამეთუ უკუეთუ მიზეზი არს იგი ბოროტთაჲ, არა სახიერ არს და ამისთჳს საცნაურ არს, ვითარმედ ორნივე ესე ზოგად უარ-ჰყოფენ ღმერთსა“ (ბასილი კესარიელის „სწავლათა” ეფთვიმე ათონელისეული თარგმანი, გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო ც. ქურციკიძემ, თბ., 1983.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9