„მონებისაგან ჯუარმან აზნაურ-მყვნა ჩუენ, ვეგნეთ აზნაურებასა მას შინა. ნუმცა კუალად უღელსა მონებისასა თავთა თჳსთა დაუმდაბლებთ. ნუ ვიძლევით ჴორცთა გულისთქუმითა, რამეთუ რომლისაგანცა ვინ ძლეულ არნ, მისდაცა დამონებულ არნ. ნუ ვსთესავთ ჴორცთა შინა, რაჲთა არა ხრწნილებაჲ მოვიმკოთ. ღმერთსა მხოლოდ ვჰმონოთ, ბუნებით მეუფესა ჩუენსა. განიჴადა ჩუენგან სული ბოროტი. შევიყვანოთ მის წილ სული სახიერი. ხოლო სულსა მას ყოვლად წმიდასა სულიერთაცა სიწმიდეთა ზედა უხარის. ყოველივე ასოჲ სულისა და ჴორცთაჲ განვაახლოთ სულითა. ყოველივე გრძნობაჲ, ყოველივე ძალი ბუნებისა ჩუენისაჲ ღმერთსა მივსცნეთ და მის მიერ მოვიღოთ სული. გონებაჲ უნივთოსა გონებასა, სიტყუაჲ სიტყუასა ღმრთისასა, ჴმაჲ სამთავროსა სულისასა, გულისთქუმაჲ სამებასა ერთღმრთეებასა“ (ძველი მეტაფრასული კრებულები (სექტემბრის საკითხავები), ტექსტები გამოსაცემად მოამზადა, კომენტარები და საძიებლები დაურთო ნარგიზა გოგუაძემ, თბ., 1986.) ვრცელი ზნეობრივი დარიგებანი (შატბერდის კრებული X საუკუნისა, გამოსაცემად მოამზადეს ბ. გიგინეიშვილმა და ელ. გიუნაშვილმა, თბ., 1979.)(საყოველთაო), (მონაზონთათვის).
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8