აბ ად ავ აზ აკ ალ ამ ან აპ არ ას აფ აღ აჩ ახ
ადა ადგ ადო

ადგილ ღმრთისა

ოდესმე ცაჲ ითქუმის, და ოდესმე ეკლესიაჲ, და ოდესმე ქალწული, და ოდესმე გუამი კაცად-კაცადისაჲ, გინა თუ ყოველივე, რომელსაცა ზედა განისუენოს ნებამან ღმრთისამან. რამეთუ ამათ ყოველთა მიერ ცხად არს, ვითარმედ არცა ერთისა ადგილისა მიერ გარე-შეცვულ არს იგი, არამედ ყოველივე მას მხოლოსა შეუცავს. ხოლო ესე ყოველნი სხუებრ და სხუებრ გულისჴმა-იყოფებიან ადგილად ღმრთისა: ცაჲ სიმაღლისათჳს ღმრთეებისა მისისა, რამეთუ არარაჲ ეპოების სხუაჲ გონებასა კაცთასა უმაღლესი ადგილი უფროჲს ცათა. ამისთჳსცა ცასა საყდარ მისა უწოდიან და ქუეყანასა კუარცხბეკ. და ესე ყოველი მოპოვნებით და სახის-მეტყუელებით, რაჲთა გამოაჩინოს სიმაღლე ღმრთეებისა მისისაჲ. ხოლო ქალწულსა ეწოდების ადგილ დამტევნელ მეუფებისა მისისა, რამეთუ ყოვლითურთ დაიმკჳდრა მის თანა სიტყუამან ღმრთისა მამისამან და განჴორციელდა მისგან, ხოლო ეკლესიაჲ – საიდუმლოთა მათთჳს, რომელნი მას შინა აღესრულებიან, ხოლო გუამი კაცად-კაცადისაჲ – სიტყჳსა მისთჳს, ვითარმედ: „მე და მამაჲ მოვიდეთ და მის თანა სავანე-ვყოთ“ (ინ. 14,23)“, (ძვ. ქართული ენის კათედრის შრ. 11, შესავალი ფსალმუნთა თარგმანებისა, გამსც. მოამზადა მზ. შანიძემ. თბ., 1968.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9