„დაბადებაჲ ამის ქუეყანისაჲ დიდებულისაჲ იქმნა ოთხთა ამათგან ნივთთა მწრაფლ. და არსებად მოვიდა ძალითა ღმრთისაჲთა და აღემართა ბრძანებითა ღმრთისაჲთა მეყსეულად. ხოლო შესაქმესა კაცისასა განზრახვაჲ წინა-უსწრობს, ვითარ გამოისახოს შექმნული და ვითარ იყოს სახითა შემოქმედისაგან და ვითარ ეგების ყოფად და რასა მიამსგავსოს და რაჲ იქმნეს და რაჲ იყოს საქმჱ მისი და ოდეს დაებადოს და რასა ზედა მთავრობდეს“(შატბერდის კრებული X საუკუნისა, გამოსაცემად მოამზადეს ბ. გიგინეიშვილმა და ელ. გიუნაშვილმა, თბ., 1979.) „ყოველნი არსნი... შეიქმნნეს სიტყჳთა ღმრთისაჲთა. ხოლო შესაქმჱ კაცისაჲ მარტოდ ოდენ დამტკიცებით შექმნა დამბადებელმან ყოველთამან, ვიდრემდის განუმზადა მას ნივთი დასამტკიცებლად მისა“(შატბერდის კრებული X საუკუნისა, გამოსაცემად მოამზადეს ბ. გიგინეიშვილმა და ელ. გიუნაშვილმა, თბ., 1979.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8