„ძილითა გჳრგჳნი ვერ მოიგების, რამეთუ მღჳძარენი და მშრომელნი და მლოცველნი გჳრგჳნოსან იქმნებიან, და არავინ უშრომელად კეთილსა მიემთხუევის კაცთაგანი“(მამათა სწავლანი, X და XI სს-თა ხელნაწერების მიხედვით გამოსცა ილია აბულაძემ ა. შანიძის რედაქციით, თბ., 1955.) „გწუთიანმცა ოფლნი სათნოებისა გზასა მაშურალობითა შენითა, რამეთუ შრომათა შეუდგან ძლევანი და ოფლნი გჳრგჳნთა მიმცემელ არიან“ (ძველი მეტაფრასული კრებულები (სექტემბრის საკითხავები), ტექსტები გამოსაცემად მოამზადა, კომენტარები და საძიებლები დაურთო ნარგიზა გოგუაძემ, თბ., 1986.) „ყოველსა, რასაცა იქმოდით, გულითად იქმოდეთ, ვითარცა უფლისასა და ნუ ვითარცა კაცთასა“; პატივი ღირსებისაებრ მოგვეგება: „ყოველივე შრომაჲ, რომელი-რაჲ ვყოთ თითოეულმან ჩუენმან, წარმოგჳდგეს, რომელსა ჟამსა განვიდოდით ჴორცთაგან“; შრომა სარწმუნოებას განამტკიცებს: „განიმტკიცენით თავნი თჳსნი სარწმუნოებითა შრომათა შინა თქუენთა“; „გიყუარდინ სიტკბოებაჲ შრომათაჲ მათ, რამეთუ შრომაჲ იგი მიგიძღჳს თქუენ განსასუენებელად და განჰკურნებდეს სნეულებათა მათ გულისათა.. შრომაჲ არს, რომელი განგიმზადებს შენ ზეცისათა მათ კეთილთა და შრომაჲ გყოფს შენ ზიარ სულისა წმიდისა“ (ფსევდომაკარის თხზულებათა ქართული ვერსია, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო გ. ნინუამ, თბ., 1982.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8