ცე ცნ ცო ცრ ცუ ცხ
ცეც

ცეცხლის ენათა სახისმეტყველება

„გამოჩნდა სული წმიდაჲ, ვითარცა ცეცხლი ენათაჲ. და რაჲსათჳს-მე ცეცხლად გამოუჩნდა? არამედ ქადაგებისათჳს, რომელსა-იგი გულს-ეტყოდა წარვლინებად მათა ყოველსა ქუეყანასა ვიდრე კიდედმდე სოფლისა. და კუალად ამისთჳს, რაჲთა განაბრწყინვოს ყოველი სოფელი, რამეთუ გმირთა მათ რაჟამს განიზრახეს შჱნებაჲ გოდლისაჲ მის მაღლისაჲ მიმწდომელისაჲ ვიდრე ცადმდე, მოავლინა მათა განყოფაჲ ენათაჲ, რაჲთა დაჰჴსნას შეერთებაჲ მათი. ხოლო დღეს ამისთჳს მოავლინა განყოფაჲ ენათაჲ, რაჲთა შეაერთოს ყოველი სოფელი, რომელი განყოფილ იყო განმრავლებითა საცთურისაჲთა. და ცეცხლი იგი შემწუველად საცთურისა განმაქარვებელად იყო, რომელსა მოეცვნეს ყოველნი კაცნი, ვითარცა ეკალსა და კუროჲსთავსა. ამისთჳს თქუა ქრისტემან: „ცეცხლისა მიფენად მოვედ ქუეყანასა ზედა“ (ლუკ. 12,49). და გნებავს, რაჲთა უწყოდი, ვითარმედ ცეცხლი ესე არა შესწუავს და არცა წარსწყმედს, არამედ განსწმედს და განანათლებს“ (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9