ცე ცნ ცო ცრ ცუ ცხ
ცოდ

ცოდვათა აღიარების აუცილებლობა

„ცოდვანი, რავდენცა აღიარნეს კაცმან, მოაკლდების; თუ არა აღიარნეს, შეემატების ბოროტთა. რამეთუ რომელმან არა აღიარნეს ცოდვანი თჳსნი, ვითარ დაიცვას თავი თჳსი, რაჲთა კუალად არღარა ცოდოს? ამისთჳს გევედრები, ძმანო ჩემნო საყუარელნო, რაჲთა არა უარ-ვყვნეთ და დავფარნეთ ცოდვანი ჩუენნი და არცა კადნიერ ვიქმნეთ წინაშე ღმრთისა, რაჲთა არა შემიმატნეს ჩუენ სატანჯველნი. არამედ აღვიარნეთ ცოდვანი ჩუენნი არა ხოლო თუ ენითა, არამედ გონებითაცა, და არა ხოლო თუ ცუდად თავთა თჳსთა ცოდვილად სახელ-ვიდებდეთ სიტყჳთა, არამედ გონებითა ვიგონებდეთ მრავალ-ფერთა ცოდვათა ჩუენთა. არა თუ ესრეთ გეტყჳ, რაჲთამცა ყოველსა კრებულსა გამოუცხადენ ცოდვანი შენნი, არამედ ვითარცა-იგი წინაწარმეტყუელი იტყჳს: „ვთქუ, უთხრა ბრალი ჩემი უფალსა“ (ფს. 31,5). ყოველთა ლოცვათა შინა შენთა წინაშე ღმრთისა მოიჴსენებდი ცოდვათა შენთა და მან დაამდაბლოს გული შენი და გყოს შენ, რაჲთა არა ვისთჳს ძჳრი იჴსენო და არცა ვის განიკითხვიდე, და არცა ვის ზედა აღზუავნე, და არცა და-ღა-ეცე მერმე ცოდვითა, და სინანულისათჳს მოსწრაფე იყო და კეთილსა იქმოდი ყოვლითა ძალითა შენითა“ (მამათა სწავლანი, X და XI სს-თა ხელნაწერების მიხედვით გამოსცა ილია აბულაძემ ა. შანიძის რედაქციით, თბ., 1955.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9