ბა ბე ბი ბო ბრ ბუ ბჭ
ბაგ ბალ ბან ბარ

ბარლაამ კალაბრიელი (XIV ს.)

სწავლული ბერი, რომელმაც ბიზანტიაში თაბორის ნათელის შესახებ დავა წამოიწყო. ბარლაამი წმ. გრიგოლ პალამასა და წმ. გარდამოცემის საწინააღმდეგოდ თვლიდა, რომ ღმერთში არსისა და ენერგიის განსხვავება დაუშვებელია. მისი აზრით, ენერგია ღმრთის შექმნილი ძალა იყო. იგი თავის ტრაქტატებში დასცინოდა ათონელ მემხოლოვე ბერებს (ისიქასტებს), რომლებიც ასწავლიდნენ, რომ ფერისცვალების დროს მოციქულთა მიერ განცდილი ხილვის მსგავსად, ლოცვითი მოღვაწეობის უმაღლეს საფეხურებზე ადამიანსაც შეუძლია იხილოს ღმრთის შეუქმნელი ნათელი. ბარლაამის ერესი საპირისპირო იყო ევნომიოსის (IV ს.) ძველი ერესისა, რადგან თუ ამ უკანასკნელს ეგონა, რომ ღმრთის არსის მიწვდომა შეიძლება, ბარლაამი მეორე უკიდურესობაში აღმოჩნდა: მისი მტკიცებით, ღმრთის უშუალო სულიერი განცდა სრულიად შეუძლებელი იყო. საკითხი იმდენად რთული აღმოჩნდა, რომ მის გადასაწყვეტად XIV ს-ის შუა წლებში კონსტანტინეპოლში კრებები გაიმართა.
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9