ცხოვრება თეატრი არ არის, თავი რომ ვინმეს სხვად მოაჩვენო: „სოფელსა ამას შინა, ვითარცა სამღერელსა, ცხორებასა მათსა მრავალნი საჩუენებელად კაცთა შესცვალებენ, რაჟამს-იგი სხუაჲ აქუნ გულსა მათსა და სხჳთა სახითა ეჩუენებიედ კაცთა. ამისთჳს უკუე ნუ იცვალებ სახესა შენსა; ვითარი ხარ, ეგევითარივე ეჩუენებოდე კაცთა“ (ბასილი კესარიელის „სწავლათა” ეფთვიმე ათონელისეული თარგმანი, გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო ც. ქურციკიძემ, თბ., 1983.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8