ძა ძე ძვ ძი ძმ
ძე ძეო

ძე ღმერთი

“ძჱ შობილი, მხოლოდშობილ, თჳნიერ დასაბამისა, თჳნიერ ჟამისა, გამოუთქუმელ, თჳნიერ განყოფისა, განუყოფელ, განუშორებელ, თჳნიერ გუემათა, განუწვალებელ, თჳნიერ შუვამდგომელებისა, უწინარეს ყოველთა ჟამთა და მის მიერ სამარადისოჲსა მამისაგან შობილ, რამეთუ ღმრთეებრ ღმრთისა მიერ შობილი და არა კაცებრ ჟამთა განწესებითა. და არცა თესლ-წარმოცემულ აღძრვით წარმოჩნდა ანუ ჭირით რაჲმე, რომელ შორავნ ღმრთეებასა, არამედ სიწმიდით და სიწრფოებით, ვითარცა ღმრთეებასა შეაშუს შობად, ეგრე მსგავსად, ვითარცა თჳთ არს, ვითარცა მზის-თუალმან ნათელი, ვითარცა წყარომან წყალი. უკუე ჩას, რამეთუ ღმრთისაგანი იგი შობილი მისისა არსებისაგანვე არს და მსგავს მისა არს და მისებრ არს, და თჳთ ღმერთ არს. იშვა და არა განეშორა, მოვიდა მამისაგან და არა განეყენა, არამედ მამისაგან არს და მარადის არს და ყოველსა ჟამსა არს და სრული დგას თჳსსა თავადსა არსებასა“ (შატბერდის კრებული X საუკუნისა, გამოსაცემად მოამზადეს ბ. გიგინეიშვილმა და ელ. გიუნაშვილმა, თბ., 1979.) „უწყით ძისა და სიტყვისა ღმრთისაჲ, ვითარმედ სრული გვამი არს და ვითარმედ უჟამო არს, და უხილავ, და მიუწთომელ, და განუხილველ, და გარეშეუწერელ, და უვნებელ, და ვერ შეეხების მას ვნებაჲ, არცა გინებაჲ“ (ანტინესტორიანული ტრაქტატები არსენი ვაჩეს ძის „დოგმატიკონში”, ქართული თარგმანების ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, შენიშვნები და ლექსიკონები დაურთო ა. ჩანტლაძემ, თბ., 1997.) „ძეობილობასა უკუე წინაჲსწარმეტყუელნიცა ღირს-ქმნულ იყვნეს, ხოლო ესე, რომლისა მიერ უკუანაჲსკნელთა დღეთა მეზრახა ჩუენ (ღმერთი), არა ძეობილი, არამედ ბუნებითი არს ძე“ (ანტინესტორიანული ტრაქტატები არსენი ვაჩეს ძის „დოგმატიკონში”, ქართული თარგმანების ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, შენიშვნები და ლექსიკონები დაურთო ა. ჩანტლაძემ, თბ., 1997.) სახელდებანი ძისა განკაცებამდე და განკაცების შემდეგ: „ერთი უკუე არს პირველ ვიდრემე განკაცებისა სახელდებული ღმრთივსულიერისა წერილისა მიერ მხოლოდშობილად და სიტყუად და ღმერთად და ხატად და ბრწყინვალებად და მსგავსებად მამულისა გუამოვნებისად, ცხორებად, დიდებად, ნათლად, სიბრძნედ, ძალად, მკლავად, მარჯუენედ, მაღლად, დიდად შუენიერებად, უფლად, საბაოთად და სხჳთა ესევითარითა სახელებითა, ნამდჳლვე ღმრთივშუენიერებითა. ხოლო შემდგომად განკაცებისა–კაცად, ქრისტედ, იესოდ, სალხინებელად, შუამდგომელად, დასაბამად შესუენებულთად, პირმშოდ მკუდართაგან, მეორე ადამ, თავად გუამისა ეკლესიისა. ვინაჲთგან შეუდგან მას პირველნიცა-იგი სახელნი, რამეთუ მისნი არიან ყოველნი პირველნიცა და საუკუნოჲსა ამის უკუანაჲსკნელთა ჟამთანიცა“ (ანტინესტორიანული ტრაქტატები არსენი ვაჩეს ძის „დოგმატიკონში”, ქართული თარგმანების ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, შენიშვნები და ლექსიკონები დაურთო ა. ჩანტლაძემ, თბ., 1997.) „თჳთ სახელისა მისგან ძეობისა ვისწავლით, ვითარმედ ზიარი არს ბუნებისაჲ არა ბრძანებით დაბადებული, არამედ არსებისაგან მისისა (მამისა) გამოსრული... ბეჭედი და ხატი, რომელი ყოვლითურთ მამასა თავსა შორის თჳსსა გამოაჩინებს“ (ბასილი კესარიელის „სწავლათა” ეფთვიმე ათონელისეული თარგმანი, გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო ც. ქურციკიძემ, თბ., 1983.) „გურწამს ერთი ძე ღმრთისაჲ, მხოლოდშობილი უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა, ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღმრთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნული, თანაარსი მამისაჲ, რომლისაგან ყოველივე შეიქმნა. ამისთჳს ვიტყჳთ უწინარეს ყოველთა საუკუნეთა, რაჲთა გამოვაჩინოთ, ვითარმედ დაუსაბამო და უჟამო არს შობაჲ მისი. რამეთუ არა თუ არაარსისაგან არსად მოვიდა ძე ღმრთისაჲ, ბრწყინვალებაჲ იგი დიდებისაჲ და ხატი ძლიერებისა მამისაჲ (ებრ. 1,3), ცხოველი იგი სიბრძნე და ძალი მისი (კორ. 1,24), სიტყუაჲ გუამოვანი, ხატი ცხოველი და სრული უხილავისა ღმრთისაჲ (კოლ. 1,15), არამედ მარადის იყო მამისა თანა დაუსაბამოდ და უჟამოდ მისგან შობილი. რამეთუ არაოდეს იყო მამაჲ თჳნიერ ძისა, არამედ მარადის იყო მამაჲ ძითურთ, მისგან შობილით. რამეთუ მამაჲ თჳნიერ ძისა არა იწოდების, ხოლო უკუეთუმცა იყო ოდესმე თჳნიერ ძისა, არამცა ეწოდებოდა მამაჲ, და უკუეთუმცა შემდგომად იშვა ძე, შემდგომადცა ეწოდა მამაჲ, და შეიცვალამცა არამამობისაგან მამად, რომელ-ესე უძჳრეს არს ყოვლისავე გმობისა. ამისთჳს ვიტყჳთ და გურწამს და აღვიარებთ, ვითარმედ: არაოდეს იყო მამაჲ თჳნიერ ძისა, არამედ მარადის იყო ძე მამისა თანა, თანაარსი და თანამოსაყდრე, უჟამოდ და უვნებელად და დაუსაბამოდ მისგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა, რომლისა მიერ ყოველი შეიქმნა. რამეთუ ყოველივე მის მიერ იქმნა ბუნებაჲ დაბადებულთაჲ და თჳნიერ მისა არცა ერთი რაჲ იქმნა, რავდენი რაჲ იქმნა, ვითარცა ღმრთისმეტყუელი იტყჳს (ინ. 1,3)“, (წმ. ეფთვიმე მთაწმიდელი, წინამძღუარი (სარწმუნოებისათვის), ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს თორნიკე ჭყონიამ და ნანა ჩიკვატიამ; გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო ნანა ჩიკვატიამ, თბ., 2007.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9