„ჯერ-არს შენდა სირცხჳლი და კდემაჲ, ვინაჲთგან მოელი, რომელი-იგი გულ-ძჳრ არს შენდა, რაჲთა მოვიდეს და დაგეგოს შენ. ესე სამართლით ყუედრებაჲ და აუგ არს შენდა და დაკლება, უკუეთუ შემაწუხებელი შენ ზედა მოგიჴდეს და მშჳდობისა ყოფასა გევედრებოდის. რამეთუ რომელმანცა უსწროს ძიებად მშჳდობისა, მანცა მიიტაცოს სარგებელი იყო ყოველი. უკუეთუ ვინმე მოვიდეს შენდა ძიებად მშჳდობისა, და შენ ჰყო მშჳდობაჲ მის თანა, სარგებელი მან ხოლო მიიღო, რამეთუ შენ არა ღმერთსა მიჰმადლე, არამედ მას“ (მამათა სწავლანი, X და XI სს-თა ხელნაწერების მიხედვით გამოსცა ილია აბულაძემ ა. შანიძის რედაქციით, თბ., 1955.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8