წა წე წვ წი წმ წრ წყ
წერ წეს

წესი თვისებათა მიცემისა

„ერთი იგი ბრწყინვიდა საკჳრველებითა, ხოლო მეორე იგი თავს-იდებდა შეურაცხებათა. ხოლო მიიჩემებს სიტყუაჲ იგი კაცებისაცა მისისა საქმეთა განგებულებით. რამეთუ რაჲ-იგი წმიდათა მათ ჴორცთა მისთაჲ იყო, თჳსად შეერაცხა. და კუალად, ჴორცთა მათ მისცემს თჳსთა დიდებულებათა სახითა მით ურთიერთას მიცემისაჲთა ერთობისა მისთჳს გუამისა მის და შეურევნელად განუყოფელობისა ბუნებათაჲსა, რამეთუ ერთი იყო და იგივე, რომელი საღმრთოთაცა და კაცობრივთა იქმოდა თითოეულითა ბუნებითა ზიარებითა მით მეორისაჲთა“ (წმ. ეფთვიმე მთაწმიდელი, წინამძღუარი (სარწმუნოებისათვის), ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს თორნიკე ჭყონიამ და ნანა ჩიკვატიამ; გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო ნანა ჩიკვატიამ, თბ., 2007.) „და ამას სახესა ეწოდების წერილთა შინა წესი მიცემისაჲ, რამეთუ თითოეული ბუნებაჲ მისცემს მეორესა თჳსსა მას თჳსებასა ერთობისა მისთჳს გუამისა“ (წმ. ეფთვიმე მთაწმიდელი, წინამძღუარი (სარწმუნოებისათვის), ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს თორნიკე ჭყონიამ და ნანა ჩიკვატიამ; გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო ნანა ჩიკვატიამ, თბ., 2007.) „არარაჲ ევნო უკუე სიტყუასა განჴორციელებითა, არამედ აღასრულა განჴორციელებაჲ და გუამ ექმნა ჴორცთა მათ და მისცა მათ თჳსი იგი დიდებულებაჲ. რამეთუ ცხოველსმყოფელ იყვნეს ჴორცნი იგი წმიდანი არა თუ თჳსისა ბუნებისაგან, არამედ ბრწყინვალებისა მისგან ღმრთეებისა, რომელმან გუამოვნებით შეიერთნა ჴორცნი იგი“ (წმ. ეფთვიმე მთაწმიდელი, წინამძღუარი (სარწმუნოებისათვის), ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს თორნიკე ჭყონიამ და ნანა ჩიკვატიამ; გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო ნანა ჩიკვატიამ, თბ., 2007.) „უფალი ჩუენი იესუ ქრისტე იქმოდა საქმეთა ორთავე ბუნებათასა ზიარებითა მეორისაჲთა“(წმ. ეფთვიმე მთაწმიდელი, წინამძღუარი (სარწმუნოებისათვის), ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს თორნიკე ჭყონიამ და ნანა ჩიკვატიამ; გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო ნანა ჩიკვატიამ, თბ., 2007.) მაცხოვრის ორივე ბუნებას თავისი ἴδιον(თვისება, თავისებურება, განთვისებულება, განსხვავებულობა) აქვს, რომლითაც ისინი ჰიპოსტასში ერთმანეთს შეურევნელად და შეურწყმელად ეზიარებიან, „რის შედეგადაც ქრისტეში ყოველივე ღმრთეებრივი იმავდროულად ჭეშმარიტად კაცობრივიცაა და ყოველივე კაცობრივი ჭეშმარიტად ღმრთეებრივია“. ამასთანავე: „ვითარ-იგი პეტრეს ზედა სული ვიდრემე მისცემს ჴორცთა გრძნობასა და მოძრავობასა და ჴორცნი მიიღებენ, ხოლო ერთი არს გუამი მიმცემელისა და მიმღებელისაჲ, ეგრეთვე ქრისტესაცა ზედა ღმრთეებაჲ ვიდრემე მისცემს და კაცებაჲ მიიღებს, ხოლო ერთი არს გუამი მიმცემელისა ღმრთეებისა და მიმღებელისა კაცებისაჲ“ (ანტინესტორიანული ტრაქტატები არსენი ვაჩეს ძის „დოგმატიკონში”, ქართული თარგმანების ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, შენიშვნები და ლექსიკონები დაურთო ა. ჩანტლაძემ, თბ., 1997.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9