წა წე წვ წი წმ წრ წყ
წყა წყე წყლ

წყევის განქარვება წმიდა ქალწულის მიერ

„რამეთუ დასაბამსა დაბადებისა კაცთაჲსა პირველ დაბადებულ მამაჲ ჩუენი ადამ ხისა მისგან ნაყოფისა, რომელი გამოეღო ხესა მას ცნობად კეთილისა და ბოროტისა, დედაკაცისა მიერ შესცთა და ჭამა იგი და სამოთხისა მისგან ექუსორია იქმნა იგი და ჩუენ ყოველნი. ხოლო რაჟამს წმიდამან ქალწულმან ანგელოზისა მიერ „გიხაროდენი“ შეიწყნარა, მყის პირველქმნული იგი მამაჲ ჩუენი დაცემისაგან აღჰმართა და წყევაჲ იგი პირველისა დედისა ჩუენისა ევაჲსი განაქარვა და სიხარულით ეტყოდა: კურთხეულ ხარ შენ, ასულო, რამეთუ ჩუენ, დაცემულნი ესე, შენ მიერ აღვემართენით“ (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9