ხა ხე ხი ხო ხრ ხუ
ხარ ხატ ხაჩ

ხარება

წინასწარმეტყველები ხარების სასწაულს ჭვრეტდნენ, მაგრამ მის შინაარსს ბოლომდე ვერ სწვდებოდნენ: „მოსე, დავით, ესაია და ყოველნი წინაწარმეტყუელნი წინავე ქადაგებდეს, არამედ ვითარ სახედ იყო, ვერ იცოდეს“ (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.) ხარებისას სულიწმიდამ განწმიდა ქალწულის ბუნება: „ხოლო მას ვითარცა ესმა, ვითარმედ: „გიხაროდენ, მიმადლებულო“, მეყსეულად სასმენელით შევიდა სული წმიდაჲ შეუგინებელსა მას ტაძარსა ქალწულისასა და განწმიდა ბუნებაჲ მისი ასოთა თანა და დადგა ბუნებაჲ წინაშე მისა“ (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.) – უსაფუძვლობას კათოლიკეთა მიერ XIX ს-ში მიღებული დოგმატისა, რომლის თანახმადაც ქალწული მარიამი უბიწოდ ჩაისახა და იგი პირველქმნილი ცოდვის ყოველგვარი ბიწისგან დაცული იყო, მამათა სხვა გამონათქვამებიც ადასტურებენ: „რამეთუ წმიდითა სულითა განწმიდნა საშოჲ იგი ქალწულისაჲ მის და შეიმოსნა ძემან ღმრთისამან ჴორცნი წმიდისა მისგან ქალწულისა“ (შატბერდის კრებული X საუკუნისა, გამოსაცემად მოამზადეს ბ. გიგინეიშვილმა და ელ. გიუნაშვილმა, თბ., 1979.) „და სული წმიდაჲ მოვიდა მის ზედა და განწმიდა იგი, რაჲთა შემძლებელ იქმნეს დატევნად მისსა, რომლისაგან არს ყოველი (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.) „ჴორცთა შინა ქალწულისათა ჯერ იჩინა და იგი ჴორცითა მით არა შეიგინა, არამედ უფროჲს განწმიდა და პატიოსან ქმნა ქალწული იგი“ („მრავალთავი” /ილია აბულაძე, შრომები, III, თბ., 1982. გვ. 32-106.) წმიდა მარიამს ქალწულების აღთქმა ჰქონდა დადებული: „მერმე კუალად მიუგო მარიამ ანგელოზსა მას და ჰრქუა: ვითარ-მე იყოს ესე ჩემდა, რამეთუ მამაკაცი ქუეყანისაჲ ცნობად არა მნებავს? (შეად. ლკ.1,34) რამეთუ ზეცისასა მას სიძესა თავი თჳსი განუკუთნე; ქალწულად მნებავს დადგრომად და პატივი ქალწულებისაჲ არა მნებავს განცემად“ (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.) ხარებამდე განკაცების საიდუმლო „ანგელოზთაგანცა დაფარულ იყვნეს“ (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.) ხარება წმ. სამების საიდუმლოა: „სამებისა წმიდისა იგი საიდუმლოჲ მთავარანგელოზისა მიერ წმიდასა ქალწულსა გამოეცხადა მსგავსად სახარებისა, ვითარმედ: სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა და ძალი მაღლისაჲ გფარვიდეს შენ და შობილი იგი წმიდაჲ ძჱ ღმრთისაჲ“ (ლკ.1,35), (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.) „რაჟამს წმიდამან ქალწულმან ანგელოზისა მიერ „გიხაროდენი“ შეიწყნარა, მყის პირველ შექმნული იგი მამაჲ ჩუენი დაცემისაგან აღემართა, და წყევაჲ პირველისა დედისა ჩუენისა ევაჲსი განქარდა“ (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.) „ხოლო ქალწულსა მას ყურთა ესმა და საშომან მუცლად იღო ღმერთი. ყურთა ესმა და ქალწულმან დაუტევნელი დაიტია“ (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9