(მამა, ძე, სულიწმიდა) „დღეს ძემან ხუროჲსამან ყოვლად ჴელოვანმან სიტყუამან, რომელმან თავისა მიერ თჳსისა შექმნა ყოველი, მკლავი იგი ძლიერი ღმრთისა მაღლისაჲ, ვითარცა თითითა, ეგრეთ სულითა აღჰლესავს დაბრჯგუებულსა მას ეჩუასა ბუნებისა ჩუენისასა და შეიმზადებს თავისა თჳსისა კიბესა სულიერსა“ (ძველი მეტაფრასული კრებულები (სექტემბრის საკითხავები), ტექსტები გამოსაცემად მოამზადა, კომენტარები და საძიებლები დაურთო ნარგიზა გოგუაძემ, თბ., 1986.) – კონტექსტის გათვალისწინებით, ღმრთისმშობლის შობის საკითხავიდან მოყვანილი ციტატის ალეგორიული შინაარსი ასეთია: სიტყვა, ანუ ძე ღმერთი (დღეს) ღმრთისმშობლის შობით ჩვენი ცოდვით დამძიმებული (დაბრჯგუებული, დაბლაგვებული) ბუნების ჭეშმარიტ თვისებებს (ეჩუას, საჭრეთელს) სულიწმიდით განაახლებს (განწმედს, აღჰლესავს) და ამით სულიერ კიბეს განამზადებს ზეციდან გარდამოსვლის, ანუ განკაცებისათვის.
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8