„უკუეთუმცა არა ჯუარ-ცმულ იყო და სიკუდილისა და ვნებისა გემოჲ არა ეხილვა, ვითარ-მემცა ნუგეშინის-სცა უკუდავმან მან მოკუდავთა მათ ძლევად სიკუდილისა? უკუეთუმცა ჴორცნი სიკუდიდ არა მისცნა, ყოველნივემცა ჴორცნი სიკუდილისა შიშსა შინა იყვნეს. ხოლო მით, რამეთუ მისცნა ჴორცნი თჳსნი სიკუდიდ და განაცხოველნა დღესა მას მესამესა, და მაშინღა ნუგეშინის-სცა ყოველთა მოკუდავთა, ვითარმედ ჴელ-ეწიფების მათცა უკუდავებაჲ“ (უდაბნოს მრავალთავი (IX-X სს.), აკაკი შანიძისა და ზურაბ ჭუმბურიძის რედაქციით, ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს: ლ. ბარამიძემ, კ. დანელიამ, რ. ენუქაშვილმა, ი. იმნაიშვილმა, ლ. კიკნაძემ, მ. შანიძემ და ზ. ჭუმბურიძემ. თბ., 1994.) „უკუეთუმცა (კაცთა) ეცნა, ვითარმედ ღმერთი და უფალი დიდებისაჲ არს ქალწულისა ძე, არამცა ჯუარს ეცუა იგი“ (ანტინესტორიანული ტრაქტატები არსენი ვაჩეს ძის „დოგმატიკონში”, ქართული თარგმანების ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, შენიშვნები და ლექსიკონები დაურთო ა. ჩანტლაძემ, თბ., 1997.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8