ჯდ ჯვ ჯო
ჯვა ჯვრ

ჯვრის პოვნა

იუდამ ილოცა და მიიღო რა ნიშანი ღმრთისაგან, „ვითარცა მჴნემან შვილმან აბრაჰამისმან, იწყო თხრად, და ვითარცა ეთხარა ორ-ჯერ ოდენ მოსათხრელ, პოვნა სამნი ჯუარნი დაფლულნი, აღმოიხუნა და შეიხუნა იგინი ქალაქად. მაშინ ჰკითხვიდა ღმრთის მოყუარჱ იგი ელენე დედოფალი: რომელი არს ჯუარი ქრისტჱსი? უწყი, რამეთუ ესე ორნი ავაზაკთანი არიან. მაშინ მოიხუნეს და დასხნეს საშოვალ ქალაქსა და მოელოდეს დიდებასა ღმრთისასა. მეცხრესა ოდენ ჟამსა მოაქუნდა ცხედარი, რომელსა ზედა იდვა ჭაბუკი მკუდარი. ვითარცა იხილა იუდა, განმხიარულდა და ჰრქუა დედოფალსა: აწ სცნა, დედოფალო, ძალი იგი საწადელი და ჯუარი იგი მისი. მაშინ დადგმად სცა იუდა ცხედარი იგი, რომელსა ზედა იდვა, და დასდებდა თითოეულსა მას ჯუარსა მკუდარსა მას ზედა. და ვითარცა მიიწია მესამესა ჯუარსა, აღიღო და დასდვა მკუდარსა მას ზედა. მეყსეულად აღდგა მკუდარი იგი ყრმაჲ“; ელენე დედოფალმა „დიდითა პატივითა და კრძალულებითა პატიოსანი ჯუარი ოქროჲთა და ანთრაკითა შელესა იგი და შექმნა ლუსკუმაჲ ვეცხლისაჲ და დაჰკრძალა იგი მას შინა. და ეკლესიაჲ აღაშჱნა ზედა გოლგოთას, რომელსა ჰრქჳან თხემისა ადგილ, და უბრძანა ეპისკოპოსსა ჰრომისასა მოსლვად და მისცა იუდას ბეჭედი ქრისტჱსი და უწოდა მას სახელი კჳრიაკოს და დაადგინა იგი ეპისკოპოსად“ (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.); (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9