აბ ად ავ აზ აკ ალ ამ ან აპ არ ას აფ აღ აჩ ახ
აბდ აბი აბრ

აბდიშო

„იესუს მონა“
წარმოშობით სირიელი იყო, ივლიანიტური მწვალებლობის მიმდევარი. იგი ეპისკოპოსი გახდა ნერსე II სომეხთა კათალიკოსის ხელთდასხმით. აბდიშომ გადამწყვეტი როლი ითამაშა დვინის კრების მოწვევასა და სომხური ეკლესიის მიერ მონოფიზიტური მრწამსის მიღებაში. არსენ საფარელი აბდიშოს იაკობიტთა რიგში ასახელებს (არსენი საფარელი, განყოფისათჳს ქართველთა და სომეხთა, ტექსტი კრიტიკულად დაადგინა, გამოკვლევა და კომენტარები დაურთო ზაზა ალექსიძემ, თბ., 1980. 106-107)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9