„პირველი პასექისაჲ, რომელსა შინა კრავსა დაჰკლვედ, და ჭეშმარიტი იგი კრავი ვერ იცნეს, არამედ პატივ-სცემენ სახესა და მიზეზმყოფელსა სახისასა ჰგმობენ, თაყუანის-სცემენ აჩრდილსა ღმრთისასა და მოსლვასა შენსა უვარ-ჰყოფენ. და მეორჱ შემდგომი მისი მეერგასისჱ, რომელსა სახელი მიეღო რიცხჳთა ჟამისაჲთა და ამათ თანა აღმართებაჲ კარვისაჲ და იგი ემსგავსების უდაბნოსა. ესე დღესასწაულნი დაპატიჟებითა შჯულისაჲთა შეჰკრებდეს ჰურიათა ქალაქსა ერთსა. არამედ პირველსა ჯუარი დაენერგა და ვნებაჲ სრულ იქმნა და მხედველ ამათსა ყო ყოველი ჰურიათაჲ. ხოლო საკჳრველებაჲ აღდგომისაჲ არა ცნეს ნებითა მათითა და უვარ-ჰყოფენ და ტყუვიან. ხოლო შემდგომად დღესასწაულისა, რომელსა შინა ყოველი ნათესავი ჰურიათაჲ მასვე ადგილსა შეკრბის შჯულისა მიერ ბრძანებითა, მას ჟამსა განეფინა მადლი მოწაფეთა ზედა, რაჲთა მოაქცინეს თუალნი ყოველთანი და ყურნი, რაჲთა ოდეს გარდამოჴდეს ნიჭი იგი ქრისტჱსი მოწაფეთა ზედა, წამოს მისთჳს, რომელი აღდგა და რომელნი უვარ-ჰყოფენ აღდგომასა ქრისტჱსსა მკუდრეთით, იხილონ“ (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8