ებ ეგ ედ ევ ეზ ეკ ელ ენ ეო ერ ეტ ეშ
ეკლ

ეკლესია

„ხატ არს და ბჭე ეკლესიაჲ სასუფეველისა ცათაჲსა“; „აწ უკუე ვერ ერევიან ბჭენი ჯოჯოხეთისანი ეკლესიასა, რამეთუ დამყარებულ არს კლდესა ზედა, არა რომელსამე კლდესა, არამედ ამას, რომელსა პეტრე იტყჳს, ვითარმედ: შენ ხარ ძჱ ღმრთისა ცხოველისაჲ (მთ.16,16). და რომელსა პავლე იტყჳს, ვითარმედ: კლდჱ იგი იყო ქრისტჱ (1 კორ.10,4)“ (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.) „ქრისტემანცა სიტყუაჲ განკუეთილი თქუა მისთჳს, ვითარმედ: ბჭენი ჯოჯოხეთისანი მას ვერ ერეოდიან (მთ.16,18). რამეთუ უადვილჱს არს ცათა წარსლვაჲ და ქუეყანისა წარწყმედაჲ, ვიდრეღა არა ეკლესიათა შერყევასა... რამეთუ ცისაჲ და ქუეყანისაჲ და ანგელოზთაცა და ყოვლისა დაბადებულისა უფროჲს ეკლესიაჲ არს“; „ამას კლდესა ზედა აღვაშჱნო ეკლესიაჲ ჩემი“, – არა თუ პეტრეს კლდესა ზედა თქუა, არცაღა ვის კაცსა ზედა, არამედ სარწმუნოებასა ზედა აღაშჱნა ეკლესიაჲ. აწ რაჲ მე არს სარწმუნოებაჲ იგი, არა თუ ესე, ვითარმედ: შენ ხარ ქრისტჱ, ძჱ ღმრთისა ცხოველისაჲ? კლდედ უწოდა ეკლესიასა, რომელმან დაუთმის კუეთებათა მათ ღელვისათა და არა შეირყიის“; „ბჭედ ჯოჯოხეთისად ჭირნი ამის სოფლისანი თქუნა“. „სადა არს კლავდიოს? სადა არს აგჳსტოს? სადა არს ნერონ? სადა არს ტიბერიოს? სახელნი იგი ხოლო ცუდად არიან, ხოლო იგინი არასადა იჴსენებიან. რამეთუ ეკლესიათა ჰბრძოდეს; მბრძოლნი იგი წარჴდეს, ხოლო ეკლესიანი მარადის ყუავიან“ (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.) ეკლესიას „კათოლიკჱ ჰრქჳან მისთჳს, რამეთუ ყოვლისა სოფლისაჲ არს, კიდითგან ქუეყანისაჲთ ვიდრე კიდედმდე მისა“ (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.) ბერძ.ἐκκλησία(ეკლესია) ნიშნავს შესაკრებელს, ამიტომ არის განმარტებული წმ. კირილე იერუსალიმელის მიერ: „ეკლესია ჰრქჳან სახელშემსგავსებულად ყოველთათჳს შესაკრებელსა, და მოსახადელისა და ერთად მოსლვისა“ (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.) „ეკლესიაჲ – სახლი ღმრთისაჲ“ (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.) „დაღათუ იყო ცოდვილ, ნუვე დააკლდები შესლვად ეკლესიასა. მართალღათუ იყო, ნუვე დააკლდები, რაჲთა ზღუდედ გედგას წერილთაგან მეცნიერებაჲ და ნუ დაგავიწყდებინ სასუფეველი ზეცისაჲ და კეთილი იგი, რომელ განგჳმზადა ჩუენ ღმერთმან“ (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.) ეკლესია – ცოლი დიდისა მის მეუფისა ძისა ღმრთისა (შატბერდის კრებული X საუკუნისა, გამოსაცემად მოამზადეს ბ. გიგინეიშვილმა და ელ. გიუნაშვილმა, თბ., 1979.) „ქრისტე არს თავ, და ეკლესიაჲ – ასო მისა და სძალ სიძისა მის დიდისა“ (შატბერდის კრებული X საუკუნისა, გამოსაცემად მოამზადეს ბ. გიგინეიშვილმა და ელ. გიუნაშვილმა, თბ., 1979.) ეკლესიანი „არიან სოფელსა ამას ვითარცა ნავთსადგურნი განფენილ და შესავედრებელ მორწმუნეთა მისა მიმართ“ (შატბერდის კრებული X საუკუნისა, გამოსაცემად მოამზადეს ბ. გიგინეიშვილმა და ელ. გიუნაშვილმა, თბ., 1979.) „მადლითა სულისა წმიდისაჲთა იჴსნა ეკლესიაჲ თჳსი, და ქმნა იგი დედოფლად და სძლად თჳსა მხოლოდშობილმან ძემან ღმრთისამან და თჳთ იქმნა სიძედ“; „განწმიდა და განათავისუფლა ეკლესიაჲ თჳსი და ჴორცთა თჳსთა შეაერთა“; „ეკლესიასა უწოდა ჴორცად თჳსა მხოლოდშობილმან ძემან ღმრთისამან“; „მრავლითა მადლითა აღავსნა კაცნი და შეერთებად მოვიდეს და იქმნნეს ჴორც ქრისტესა და ეკლესია ღმრთისა ცხოველისა“ (შატბერდის კრებული X საუკუნისა, გამოსაცემად მოამზადეს ბ. გიგინეიშვილმა და ელ. გიუნაშვილმა, თბ., 1979.) წარმართთა „დაუტევნეს მამულნი მსახურებანი და იქმნნეს ეკლესია და ჴორც ქრისტესა და ძე ღმრთის ზეგარდამოითა შობითა და დედოფალ და სძალ მეუფისა ზეცათაჲსა“ (შატბერდის კრებული X საუკუნისა, გამოსაცემად მოამზადეს ბ. გიგინეიშვილმა და ელ. გიუნაშვილმა, თბ., 1979.) „ერთად სახელ-ედების კათოლიკე ეკლესიასა ყოველსა შინა ზღუასა და ჴმელსა, რომლისათჳსცა ლოცვათა ჩუენთა ვიტყჳთ ზედა წმიდისა და მხოლოჲსა კათოლიკე ეკლესიისა კიდითგან კიდედმდე ქუეყანისა, რამეთუ ჯერ-არს, მრავალთა ადგილთა და ქალაქთა შინა, დაბათა და აგარაკთა შინა აღშენებულ არს ეკლესიაჲ, ვითარცა ქალაქსა შინა ერთსა მრავალნი საყოფელნი და სახლნი აღშენებულ არიან, და მას ყოველსა ერთ ქალაქ სახელ-ედების, ეგრეთვე თუ ჯერ-არს, ბევრნი ბევრთანი, აურაცხელნი და აღურაცხნი ეკლესიანი აღშენებულ არიან, ერთ სიტყუა და ერთ ეკლესია სახელ-ედების, რომელნი ჭეშმარიტებით და მართლმადიდებლობით შესწირვენ ღმრთისა ამას ტაძარსა“ (შატბერდის კრებული X საუკუნისა, გამოსაცემად მოამზადეს ბ. გიგინეიშვილმა და ელ. გიუნაშვილმა, თბ., 1979.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9