„არსებაჲ და ბუნებაჲ ერთ და იგივე არს მამათაებრ, და რამეთუ არსება ესე იგი არს, ბუნება არს მათებრ, რომელსა-იგი ფილოსოფოსნი სახედ უწოდენ. ხოლო სახე არს მრავალთა და რიცხჳთა განყოფილად სათქუმელი. ხოლო გუამად, ესე იგი არს პირად, უწოდენ, რომელსა-იგი ფილოსოფოსნი განუკუეთელად არსებად იტყჳან, ვინაჲცა კეთილად შევსძინეთ არსებაჲ, რამეთუ საეკლესიონი განუკუეთელთა შემთხუევითთასა პირად ხოლო უწოდენ და გუამად“ (თეოდორე აბუკურა, ტრაქტატები და დიალოგები, თარგმნილი ბერძნულიდან არსენ იყალთოელის მიერ, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, საკუთარ სახელთა საძიებელი და ლექსიკონი დაურთო ლეილა დათიაშვილმა, თბ., 1980.) „ბუნებაჲ და არსებაჲ და ხატებაჲ სახესა ცხად-ჰყოფენ, ესე იგი არს ზოგადობასა, ვითარ-იგი ღმრთეებაჲ, კაცებაჲ. ხოლო გუამი და პირი და განუკუეთელი – კერძოობითსა და თავით თჳსით მდგომარესა, ვითარ-იგი ვითარმედ იგი ვინმე და იგი; ღმრთეებისა ზედა უკუე მამაჲ და ძე და სული წმიდაჲ, ხოლო კაცებისა ზედა – პეტრე, პავლე, იოვანე“ (ანტინესტორიანული ტრაქტატები არსენი ვაჩეს ძის „დოგმატიკონში”, ქართული თარგმანების ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, შენიშვნები და ლექსიკონები დაურთო ა. ჩანტლაძემ, თბ., 1997.) „გუამი არს, წმიდისა ბასილისებრ, შემოკრებაჲ თითოეულისადა ხუედრებულთა თჳთებათაჲ. ხოლო ვითარ-იგი ვიეთმე თქუეს, არსებაჲ-რაჲმე განუკუეთელსა თჳსსა შინა გარეშემცველი თითოეულობითთა თჳთებათა ყოველთაჲ. ხოლო სხუათა თქუეს იგი, ვითარმედ არსებაჲ თჳთებათა თანა; და კეთილად თქუეს, რამეთუ შემოკრებამან თითოეულობითთა თჳთებათამან, საზოგადოჲსა არსებისა მომართ მოსრულმან, მის ვისიმე გუამი შეჰმზადა; ...ხოლო სახელ-იდების ვიეთგანმე გუამი განუკუეთელადცა და პირად. განუკუეთელად, უკუე, რამეთუ არა მოუგიეს სხჳსა რაჲსამე მიმართ კერძოდ განყოფილებაჲ, ვითარ-იგი ცხოველი სახეთა მიმართ განიკუეთების, კაცისა მიმართ ვიტყჳ და ჴარისა და ცხენისა. ხოლო სახე განუკუეთელთა მიმართ განიყოფების, ვითარ-იგი საყოელთოჲ კაცი იაკობად და იოვანედ და სხუად კაცებად. ხოლო მას რომელსამე კაცსა, რომელ არს გუამი, არღარაჲს მიმართ მოუგიეს განკუეთაჲ და ამისთჳს განუკუეთელად სახელ-ედების; ხოლო პირად, ვითარცა დამსახველობითსა და თუ ვისი არს, ამისსა ცხადმყოფელობითსა. ხოლო განეყოფების არსებასა, რამეთუ არსებაჲ ვიდრემე საზოგადოსა ბუნებასა სახისა მისისა, ანუ ნათესავისა მიმართ აღმავალსა ცხად-ჰყოფს, ხოლო გუამი სახოანსა სახესა, ესე იგი არს მას რომელსამე კაცსა წარმოაჩენს, რომელ არს პავლე ანუ პეტრე. რამეთუ, უკუეთუ ვთქუა კაცი მარტივად და განუსაზღვრებელად, არსებაჲ, ესე იგი არს, ბუნებაჲ კაცობრივი დავნიშე; ხოლო უკუეთუ დამსახველობითნი რაჲმე თჳთებანი ესევითარსა განუსაზღვრებელსა შესწავებასა თანაშევათხზნნე იგი, რომელიმე კაცი ცხად-ვყავ, ესე იგი არს იაკობ ანუ იოვანე ანუ სხუაჲ ვინმე კაცთაგანი თითოეული, და ზოგადისაგან განვყავ თჳსი, რამეთუ თჳნიერ დამსახველობითთა თჳთებათა შეძინებისა, რომელნი თჳსსა ზოგადისაგან განჰყოფენ, ზოგადობაჲ ოდენ არსებისაჲ გულისჴმა-იყოფების. ხოლო ესე თჳნიერ განუკუეთელთაჲსა რაჲთურთით არა იცნობების, რამეთუ მხოლოდ გონებითა ოდენ სახილველ არს, ვინაჲთგან არცა რაჲ არს სხუაჲ, თჳნიერ ყოველთა შორისისა ერთობისა, ესე იგი არს იგივეობისა; და იგივე არსებაჲ აქუს განუკუეთელთაჲ“. განუკვეთელს სხვა რაიმე კერძო განყოფილება არა აქვს, როგორც ეს ცხოველის მიმართ ხდება, რომელიც სახეებად განიკვეთება: კაცად, ხარად, ცხენად. ხოლო სახე განუკვეთელებად განიყოფება, როგორც საყოველთაო კაცი იაკობად, იოვანედ და სხვა კაცებად. რომელიმე კაცი არის გვამი, რომელიც არაფრად არ განიკვეთება და ამიტომ განუკვეთელი ეწოდება; ხოლო პირი ეწოდება როგორც დამსახველს (აღმნიშვნელს) და კერძოობითობის („თუ ვისი არს“) ცხადმყოფელს. დამსახველობითი (განმასხვავებელი) თვისების შემატებით ზოგადისაგან კერძო („თჳსი“) გამოიყოფა. არსების ზოგადი ბუნება განუკვეთელის გარეშე არ შეიცნობა, რადგან იგი მხოლოდ გონებით მოიაზრება. „არსებაჲ ვიდრემე, ესე იგი არს საზოგადოჲ, ყოველთადსა ბუნებასა დაჰნიშავს, ხოლო განთჳსებული, რომელ არს გუამი, არსებასა რომელსამე ცხად-ჰყოფს მის შორის ყოფისა თანა თჳთებათაჲსა“. „განიკუეთებოდის-რაჲ სახე, ესე იგი არს კაცობრივი ბუნებაჲ, რომელ არს არსებაჲ და მიიღებდეს შემოკრებასა თითოეულობითთა თჳთებათასა, შეასრულებს სიმრავლესა განუკუეთელთასა, რომელ არიან გუამნი. და ერთი იგი მრავალ იქმნების“. „შესაკრებელ მრავალთა განუკუეთელთა არს სახე... ხოლო შესაძლებელ არს გუამისა ბუნებადცა თქუმაჲ, უკუეთუ გონებითა განვაშოროთ შემოკრებაჲ თჳთებათაჲ და გულისჴმა-ვყოთ მარტოდ არსებაჲ ოდენ, ერთსახელობითისა შესმენისაებრ, ვინაჲთგან სახე, რომელ არს ზოგადი ბუნებაჲ, ერთსახელად შეისმინების მის ქუეშეთა განუკუეთელთა, ვიტყჳ უკუე გუამთად და ეზიარებიან ესენი მას სიტყჳთა არსებისაჲთა; ხოლო არღა ბუნებისაჲცა შესაძლებელ არს თქუმაჲ გუამად, ამით რამეთუ არსებაჲ ვიდრემე სიტყჳსაებრ თჳსისა საზოგადოსა დაჰნიშნავს, ხოლო გუამი, ვითარცა პირველ ითქუა, დამსახველობითთა თჳთებათა მიერ პირად განისაზღვრების“. „სიტყუაჲ, რომელი აქუს ზოგადსა თჳსაგანისა მიმართ, იგივე აქუს არსებასა გუამისა მიმართ, ...უკუეთუ უგუამოდ იტყჳან პირთა, თჳთ თავით თჳსით აქუს სიტყუასა უსახურებაჲ, ...არსებასა და გუამსა იგივე აქუს განყოფილებაჲ, რაჲ-იგი აქუს ზოგადსა სათითოეულოჲსა მიმართ, ვითარ-იგი ვითარცა აქუს ცხოველსა მის ვისმე კაცისა მიმართ“. „გულისჴმა-ვყვნეთ ჩუენ განთჳსებულებანი, ანუ თითოეულისა ხატოვნებანი (χαρακτήρεѕ), ვითარ-იგი არიან მამობაჲ და ძეობაჲ და წმიდამყოფელობაჲ“. გვამი არის საზოგადო არსებასთან შეერთებული ხატოვნებითი, ანუ განმაცალკევებელი და განმყოფელი, თვისება: „ხატოვნებითთა თჳთებათა საზოგადოჲსა არსებისადა შეყოფილთა გუამი წარმოადგენს“ (ანტინესტორიანული ტრაქტატები არსენი ვაჩეს ძის „დოგმატიკონში”, ქართული თარგმანების ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, შენიშვნები და ლექსიკონები დაურთო ა. ჩანტლაძემ, თბ., 1997.) გარეშე ფილოსოფოსები არსებასა და ბუნებას განასხვავებენ, ხოლო წმიდა მამები მათ აიგივებენ; გამოწვლილვით თუ გამოვიძიებთ: ბუნება უგვამოთა მიმართ იხმარება, არსება კი – მხოლოდ გვამოვანისათვის. მაგალითად, ვამბობთ არა არსებას, არამედ ბუნებას გულისწყრომისა, სიყვარულისა, ჟამისა, ტყუილისა და სხვ. ბუნება არის ვითარებითი მყოფობა; არა მარტივად მყოფობა, არამედ ვითარებითი განუსაზღვრელად. მარტივად მყოფობა არსებაზე ითქმის, ვითარება – ბუნებაზე. არსება ბუნების მქონებელია, მაგრამ ბუნება არსების მქონედ არ იწოდება (ანტინესტორიანული ტრაქტატები არსენი ვაჩეს ძის „დოგმატიკონში”, ქართული თარგმანების ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, შენიშვნები და ლექსიკონები დაურთო ა. ჩანტლაძემ, თბ., 1997.) „უგუამოჲ ბუნებაჲ, ესე იგი არს არსებაჲ, არასადა ყოფილ არს ოდესცა, არამედ გუამოანი, ...რამეთუ გუამოანი, უკუე, ვითარცა ითქუა, არსებასა ცხად-ჰყოფს და საზოგადოობასა სახისასა ნიშნავს, ხოლო გუამი, მის რომლისამე კაცისასა შეიქმს პირსა, დამსახველი მისი ხატოვნებითთა თჳთებათა მიერ და თჳსაგანისაჲ საზოგადოჲსაგან განმყოფელი. კუალად გუამოანი არა შემთხუევითობასა მისსა წარმოაჩინებს და თავსა შორის თჳსსა და თჳსაგანისა მყოფობისა შორის სახილველობასა. ხოლო გუამი განყოფილსა და თავით თჳსითსა ცხად-ჰყოფს და შემოკრებითა დამსახველობითთა თჳთებათაჲთა გამოჩნდების პირველისაებრ სიტყჳსა თჳთებათა შინა ხილული, რაჲთა განუკუეთელი განყოს საზოგადოჲსაგან, ანუ პირი, დაღათუ არა არს უარსებო“. „არსებაჲ ვიდრემე ზოგადობასა განუკუეთელთა და სახისასა დაჰნიშნავს, ხოლო გუამი თჳსაგანსა და განუკუეთელსა დაჰსახავს“ (ანტინესტორიანული ტრაქტატები არსენი ვაჩეს ძის „დოგმატიკონში”, ქართული თარგმანების ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, შენიშვნები და ლექსიკონები დაურთო ა. ჩანტლაძემ, თბ., 1997.) „ბუნებაჲ არს საზოგადოობაჲ სახისაჲ, ვითარ-იგი ღმრთეებაჲ, კაცებაჲ“ (ანტინესტორიანული ტრაქტატები არსენი ვაჩეს ძის „დოგმატიკონში”, ქართული თარგმანების ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, შენიშვნები და ლექსიკონები დაურთო ა. ჩანტლაძემ, თბ., 1997.) არსება თითოეული საქმის მყოფობას, ხოლო გვამი ხატოვნებით თვისებათა სიმრავლეს ცხადყოფს: „არსებაჲ მყოფობასა ცხად-ჰყოფს თითოეულისა საქმისასა, ხოლო გუამი სიმრავლესა ხატოვნებითთა თჳთებათასა“ (ანტინესტორიანული ტრაქტატები არსენი ვაჩეს ძის „დოგმატიკონში”, ქართული თარგმანების ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, შენიშვნები და ლექსიკონები დაურთო ა. ჩანტლაძემ, თბ., 1997.) არსება გვამოვნებით თვისებათა გარეშე განუკვეთელთა ზოგადი ბუნების აღმნიშვნელია, ხოლო გვამი საკუთარ და განუკვეთელთა თვისებებს განსაზღვრავს: „არსებაჲ უკუე ზოგადსა ბუნებასა განუკუეთელთასა თჳნიერ გუამოვნების მოქმედთა თჳთებათასა მყოფსა დაჰნიშნავს, ხოლო გუამი თჳთსა და განუკუეთელთა თჳთებათასა განასაზღვრებს“ (ანტინესტორიანული ტრაქტატები არსენი ვაჩეს ძის „დოგმატიკონში”, ქართული თარგმანების ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, შენიშვნები და ლექსიკონები დაურთო ა. ჩანტლაძემ, თბ., 1997.) „არსებაჲ საზოგადოსა ცხად-ჰყოფს, ხოლო გუამი განთჳსებულსა“ (ანტინესტორიანული ტრაქტატები არსენი ვაჩეს ძის „დოგმატიკონში”, ქართული თარგმანების ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, შენიშვნები და ლექსიკონები დაურთო ა. ჩანტლაძემ, თბ., 1997.) ხატოვნებითი თჳთებანი „არს საკუთარი ნიშნოვნებაჲ გუამისაჲ“ (ანტინესტორიანული ტრაქტატები არსენი ვაჩეს ძის „დოგმატიკონში”, ქართული თარგმანების ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, შენიშვნები და ლექსიკონები დაურთო ა. ჩანტლაძემ, თბ., 1997.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8