ია იე ივ ინ იო ის იუ იქ
ივლ

ივლიანე ჰალიკარნასელი

(გარდ. 518-527 წლებს შორის) – მეთაური მონოფიზიტური მწვალებლობის იმ მიმართულებისა, რომელთა ქრისტოლოგიური დოქტრინით: ძე ღმრთისა შეიმოსა არა ცოდვილ ადამიანთა, არამედ ღმრთეებრივი ადამიანის, ცოდვამდელი ადამის ხორცით. ამიტომ განხორციელება იმდენად სრული აღმოჩნდა, რომ ქრისტეს კაცებრივმა ბუნებამ ღმრთეებრივი თვისებები შეიძინა. თუ ასეა, ქრისტეს ხორციც ღმრთეებრივი და უხრწნელი ყოფილა (არსენი საფარელი, განყოფისათჳს ქართველთა და სომეხთა, ტექსტი კრიტიკულად დაადგინა, გამოკვლევა და კომენტარები დაურთო ზაზა ალექსიძემ, თბ., 1980.) სომხური ეკლესია ივლიანიტურია (არსენი საფარელი, განყოფისათჳს ქართველთა და სომეხთა, ტექსტი კრიტიკულად დაადგინა, გამოკვლევა და კომენტარები დაურთო ზაზა ალექსიძემ, თბ., 1980.) ივლიანიტობა სევერიანობისგან (იაკობიტობისგან) განსხვავებით მონოფიზიტობის უკიდურეს მემარცხენე სექტას წარმოადგენს (არსენი საფარელი, განყოფისათჳს ქართველთა და სომეხთა, ტექსტი კრიტიკულად დაადგინა, გამოკვლევა და კომენტარები დაურთო ზაზა ალექსიძემ, თბ., 1980.) თავიდან იგი სევეროსის თანამოსაგრე იყო, მაგრამ შემდეგ მაცხოვრის სხეულის შესახებ წამოწყებული დავის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სევერიანოზნი ივლიანელთ „აფთარტოდოკეტებს“ (ἂφϴαρτοϛ – უხრწნელი, უკვდავი; δόκήτοϛ – მოჩვენება), ხოლო მეორენი პირველთ „ფთარტოლატრებს“ (φϴαρτοϛ“ – ხრწნადი; λατρεία– მსახურება, თაყვანისცემა) უწოდებდნენ. ივლიანეს მტკიცებით, მაცხოვრის ხორცი ყოველთვის და ყოველმხრივ უხრწნელია. სევეროსისთვის ტერმინი „ხრწნადობა“ (φϴορά) უპირატესად ცოდვით დაცემის ფიზიკურ შედეგს (ე. ი. სიკვდილს) აღნიშნავდა, ხოლო ივლიანე „ხრწნადობას“ ზნეობრივი ასპექტით განიხილავდა და მას ხშირად ცოდვასთან აიგივებდა. მისთვის ხრწნადობის ფიზიკური ასპექტი ზნეობრივის შედეგს წარმოადგენდა. ამიტომ იგი ქრისტეს სხეულს „ტანჯვის განმცდელს“ (παθήτόϛ“) და „მოკვდავს“ (ϴνтήόϛ“) უწოდებს, მაგრამ ამ სხეულის როგორც „ხრწნადის“ განსაზღვრას შეუძლებლად მიიჩნევს. ივლიანეს თანახმად, ქრისტე არის „ჭეშმარიტი“ (άλήθήϛ), მაგრამ არა „ჩვეულებრივი“ (κοινόϛ“) ადამიანი, რადგან იგი მთელ დანარჩენ კაცობრიობაზე ტირანულად გაბატონებულ ცოდვას არ დაემორჩილა. ივლიანესთვის სიტყვა-ღმერთიცა და მისი ხორციც – ორივე უხრწნელია: სიტყვა – იმიტომ, რომ თავისი არსით ღმრთეებრივი სიმარტივის მფლობელია, ხოლო ხორცი – იმიტომ, რომ კაცობრივი ბუნების ცოდვას არ შეხებია, რაც არის შედეგი ცოდვით დაცემისა. ივლიანეს ერესიც სწორედ ეს იყო, იგი ქრისტეს კაცებას ჩვენი ბუნების ერთარსად არ აღიარებდა.
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9