აბ ად ავ აზ აკ ალ ამ ან აპ არ ას აფ აღ აჩ ახ
არა არგ არი არს

„არაჯორი“, „არაჯვორი“, „ალაჯორი“

ბერძნები მას უწოდებენ άρτϛηβούριοϛ-ს ქართული სახელწოდება წარმომდგარია სომხური მარხვის სახელიდან – „არაჯავორ(ქ)“. იგი ითარგმნება როგორც „წინასწარი“, „წინამავალი“, „პირველი“. სომხურ საეკლესიო პრაქტიკაში „არაჯავორ“ არის მარხვა, რომელიც დიდმარხვას წინ უსწრებს სამი კვირით, ხოლო აღდგომას – 70 დღით, სომხური ტრადიცია მას წმ. გრიგოლ განმანათლებელს უკავშირებს და ეროვნულად და მხოლოდ სომხური ეკლესიისთვის დამახასიათებლად მიიჩნევს, მაგრამ ეს ტენდენცია გვიან არის შეთხზული და ასეთი მარხვის არსებობაზე ძველ სომხურ ან უცხო წყაროებში ცნობა საერთოდ არ გვხვდება. იგი შემოღებული უნდა იყოს მანაზკერტის 726 წლის მონოფიზიტთა კრებაზე. ქალკედონიტმა პოლემისტებმა „არაჯავორის“ მარხვას დამცინავი ისტორია შეუთხზეს, თითქოს იგი დაეწესებინოს პეტრე ანტიოქიელს თავისი ძაღლის (სახელად „ალაჯ“) მოსახსენიებლად. აღნიშნული ვერსია ქართულ პოლემიკურ მწერლობაშიც დამკვიდრდა; გამოქვეყნებულია მ. საბინინის „საქართველოს სამოთხეში“ (არსენი საფარელი, განყოფისათჳს ქართველთა და სომეხთა, ტექსტი კრიტიკულად დაადგინა, გამოკვლევა და კომენტარები დაურთო ზაზა ალექსიძემ, თბ., 1980.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9