გა გე გვ გი გნ გრ გუ
გაბ გამ გან გარ გაფ გახ

გამომავლობა მამისაგან

სამების მესამე ჰიპოსტასის, სულიწმიდა ღმერთის საკუთარი თვისება, რომლითაც იგი სხვა ორი პირისგან განსხვავდება. ისევე, როგორც შობა ძისა, სულიწმიდის გამომავლობაც დაუსაბამო და დაუსრულებელია. „ძე მამისაგან შობილ არს და სული წმიდაჲ იგიცა უკუე მამისაგანვე, გარნა არა შობით, არამედ გამოსლვით. და ვითარმედ არს რაჲმე განყოფილებაჲ შობისა და გამოსლვისაჲ გჳსწავიეს, ხოლო თუ რაჲ არს გუარი განყოფილებისაჲ არა-სადა“ (მიმინოშვილი რომან, იოანე დამასკელის „გარდამოცემის” ქართული თარგმანები, თბ., 2006. – ეფრემ მცირის და არსენ იყალთოელის ნათარგმნი ტექსტები.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9