ფა ფე ფი ფრ ფს ფუ
ფილ

ფილიოქვე

L. Filioque
1014 წელს პაპი ბენედიქტე VIII-ის დროს რომის ეკლესიამ სწავლება წმიდა სამების შესახებ დაამახინჯა და შემოიღო დოგმატი სულიწმიდის მამისაგან და ძისაგან (ფილიოქვე) გამომავლობის შესახებ. პირველად იდეა ფილიოქვეზე გამოთქვა ნეტ. ავგუსტინემ. VI ს-ში ეს სწავლება გავრცელდა ესპანეთში, სადაც 589 წლის ტოლედოს კრებაზე მიიღეს კიდეც. VIII ს-ში მან შეაღწია საფრანგეთში და დამტკიცებულ იქნა ახენის კრებაზე (809 წ.). XI ს-ში თვით რომშიც მიიღეს. ისტორიოგრაფიაში მიღებული თარიღი რომის ეკლესიის გამოყოფისა – 1054 წ., როგორც ჩანს, მაინც პირობითია; ფაქტების შესაბამისად, ეს თარიღი XI ს-ის დასასრულამდე უნდა გადაიწიოს, როცა ბარში პაპი ურბანის მოწვეულ კრებაზე ფილიოქვეს მოწინააღმდეგეთა მიმართ ანათემა ოფიციალურად გამოაცხადეს.
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9