ღმერთი „სიმდიდრესა მიუღებს მათგან, რომელნი ბოროტად იჴმარებენ მას, რაჲთა ჭურჭელი იგი უსამართლოებისა მათისაჲ უჩინო ყოს. ხოლო სნეულებასა მოაწევს მათ ზედა, რომელთათჳს უმჯობეს იყოს, რაჲთა შეკრულ იყვნენ ასონი მათნი და რაჲთა დაყენებულ იყვნენ ცოდვისა მიმართ. და სიკუდილი კუალად მოიწევის, რაჟამს საზღვარნი აღესრულნიან ცხორებისანი, რომელნი იგი დასხნა პირველითგანვე თითოეულისათჳს სამართალმან მან საშჯელმან ღმრთისამან, რომელი-იგი ადრითგან უმჯობესსა მას თითოეულისასა ხედავს. ხოლო სრვანი და უწჳმროებანი, ანუ მრავალწჳმრობანი ზოგადნი წყლულებანი არიან ქალაქთა და ნათესავთანი ტანჯვად უზომოებისა მის უკეთურებათა მათთაჲსა. ვითარცა უკუე ქუელისმოქმედი მკურნალი გინა თუ ტკივილთა, გინა თუ წყლულებათა მოატყუებდეს ჴორცთა (სენსა მას ებრძვის და არა სნეულსა მას), ეგრეთვე სახიერი ღმერთი ყოველთავე ცხორებისათჳს იქმს მცირეთა მათ ტანჯვათა... ხოლო ვითარცა-იგი განკუეთისა ანუ დაწუვისა მიზეზ არა მკურნალი არს, არამედ სენი იგი, ეგრეთვე დაქცევისა ქალაქთაჲსა მიზეზ ცოდვისაჲ უზომოებაჲ არს და ღმერთი შორს დარჩების ყოვლისაგანვე ბრალობისა“ (ბასილი კესარიელის „სწავლათა” ეფთვიმე ათონელისეული თარგმანი, გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო ც. ქურციკიძემ, თბ., 1983.) „ჩუეულებაჲ არს ყოველთა პირველ მოვლინებად წმიდათა თჳსთა ზედა მცირედ ჭირი და შემდგომად ამისა გუემად,... რამეთუ ვიდრე-იგი იყვნიანღა განსაცდელთა შინა, განაძლიერნის სულნი მათნი და ყვნის იგინი მძლე ზედა მტერთა მათთა“ (შატბერდის კრებული X საუკუნისა, გამოსაცემად მოამზადეს ბ. გიგინეიშვილმა და ელ. გიუნაშვილმა, თბ., 1979.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8