გა გე გვ გი გნ გრ გუ
გვა გვი გვრ

გვამი და ბუნება

(განსხვავება ანთროპოლოგიურ და ტრიადოლოგიურ დეფინიციებს შორის) „სხუაჲ არს საქმით ხილვაჲ და სხუაჲ არს გონებით გულისჴმისყოფაჲ. აწ უკუე ყოველთა დაბადებულთა შორის გუამთა განყოფილებაჲ საქმით იხილვების, რამეთუ საქმით და განცხადებულად განყოფილ არს კაცად-კაცადი მეორისაგან: პეტრე, გინა პავლე, გინა იოვანე, საქმით განყოფილ არიან ურთიერთას გუამნი მათნი; ხოლო ერთობაჲ და ზოგადობაჲ მათი გონებით გულისხმა-იყოფების. რამეთუ გონებით გულისჴმა-ვყოფთ, ვითარმედ პეტრე და პავლე და იოვანე ერთისა ბუნებისანი არიან და ზოგადი აქუს ბუნებაჲ, ერთი, რამეთუ თითოეული ცხოველი არს პირმეტყუელი, მოკუდავი და თითოეული შეერთებულ არს ჴორცთაგან და სულისა. და ესე ზიარი ბუნებაჲ მათი გონებით გულისჴმა-იყოფების. ხოლო გუამნი მათნი არა ერთბამად არიან, არამედ თითოეული თავად თჳსად განყოფილ არს და მრავალი რაჲ აქუს მეორისაგან განყოფილებაჲ. რამეთუ ადგილითაცა განყოფილ არიან და ჟამითა, და ნებანიცა მათნი განყოფილ არიან, და ძალი და ფერი და სახე და ჩვეულებაჲ და აგებულებაჲ და პატივი და გულისზრახვანი და სხუაჲ მრავალი და უფროჲს ყოვლისა, რომელ არა თუ ერთბამად, არამედ განშორებულად ურთიერთას არიან. ამისთჳსცა ორნი და სამნი კაცნი ითქუმიან ანუ თუ მრავალნი. და ესე წესი ყოველთა დაბადებულთა ზედა ესრეთ არს, ვითარცა ესერა ვთქუ. ხოლო წმიდისა და უზეშთაესისა ყოველთა არსებათაჲსა, მიუწთომელისა და გამოუთქუმელისა სამებისაჲ არა ესრეთ არს, რამეთუ მუნ ერთობაჲ და ზიარებაჲ საქმით საცნაურ არს: თანადაუსაბამოებაჲ და ერთობაჲ საქმისაჲ, ნებისაჲ და ძალისაჲ და ჴელმწიფებისაჲ, ერთობაჲ უცვალებელი სახიერებისაჲ, ვითარცა გრიგოლ ღმრთისმეტყუელი იტყჳს. არა თქუა, თუ მსგავსებაჲ, არამედ ერთობაჲ უცვალებელი და იგივე გამოკრთოლვაჲ ბრწყინვალებისაჲ, რამეთუ ჭეშმარიტად ერთი არსებაჲ არს, ერთი სახიერებაჲ, ერთი ბუნებაჲ, ერთი ძალი, ერთი ნებაჲ, ერთი საქმე, ერთი მეუფებაჲ, ერთი ჴელმწიფებაჲ, ერთი და იგივე შეუცვალებელად. არა თუ სამნი ურთიერთას მსგავსნი, არამედ ერთი და იგივე ძალი და დიდებაჲ სამგუამოვნებისაჲ“ (წმ. ეფთვიმე მთაწმიდელი, წინამძღუარი (სარწმუნოებისათვის), ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს თორნიკე ჭყონიამ და ნანა ჩიკვატიამ; გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო ნანა ჩიკვატიამ, თბ., 2007.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9