გა გე გვ გი გნ გრ გუ
გნო

გნოსტიციზმი

ქრისტიანობის წარმოშობის წინ ხალხური წარმართული რელიგიები, ფილოსოფიური სკეპტიციზმის გავლენით, დაცემას განიცდიდნენ, მაგრამ მოაზროვნე ადამიანების გონებაში რელიგიის არსებობის მოთხოვნილება მაინც ძლიერი იყო. ამიტომ ზოგიერთმა სწავლულმა წარმართმა და იუდეველმა მოიფიქრა, რომ ყველა მსოფლიო რელიგიისა და ფილოსოფიური სისტემის საფუძველზე შეექმნა განსაკუთრებული რელიგიური სწავლება, რომელიც უნაკლო და ყველა რელიგიურ სისტემაზე აღმატებული იქნებოდა. მის შემქმნელთათვის ეს სწავლება ჭეშმარიტ რელიგიურ ცოდნას (γνώσιϛ) „გნოზისს“ წარმოადგენდა. ქრისტიანული ეკლესიის დაარსებისას ამ უმაღლესი ცოდნის ზოგიერთი მფლობელი მისი წევრი კი გახდა, მაგრამ თავისი შეხედულებები არ დაუთმია. ქრისტიანული სწავლებისა და ამ ჭრელი შეხედულებების ნაზავმა წარმოქმნა ერეტიკული სისტემები, რომელნიც გნოსტიციზმის საერთო სახელწოდებით არიან ცნობილნი. მათი რიცხვი ძალიან დიდია, რადგან, ყოველი მეტნაკლებად ნიჭიერი გნოსტიკოსი, საკუთარ სისტემას ქმნიდა.
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9