თა თე თო თქ
თევ თეო

თეოპასქიზმი

Gk. Θεόϛ,ღმერთი; πάσχα ვნება
ტერმინს ორი მნიშვნელობა აქვს. ერეტიკული გაგებით, მასში ღმრთის ბუნებითი ვნება იგულისხმება. ეს სწავლება პეტროზ მკაწვრელის სახელთან არის დაკავშირებული, რომელმაც „წმიდაო ღმერთოზე“ ხაჩეცარის მიმატებით ჯვარზე ვნება ძე ღმერთთან ერთად მამასა და სულიწმიდასაც მიაწერა; ხოლო მართებული გაგებით, ღმერთი ბუნებით უვნებელია, მაგრამ თვისებათა გადაცემის წესიდან გამომდინარე ვამბობთ, რომ ღმერთი ევნო ხორცით. ამიტომ ვიყენებთ თეოპასქისტურ გამოთქმებს: „ღმერთი ვნებული“, „უფალი დიდებისა ჯვარცმული“, მაგრამ მათში არა ღმრთეების ვნებას, არამედ ძე ღმერთის მიერ კაცობრივი ბუნების ქმედებათა და მდგომარეობათა უვნებელ შეთვისებას ვგულისხმობთ. ქრისტე „ღმერთადცა ითქუმის და კაცადცა, და იგივე – თანა-არსად მამისა და თანა-არსად ჩუენდა, საკუთრად – ღმრთად და საკუთრად –კაცად, ბუნებით – ღმრთად და ბუნებით – კაცად, ერთად – წმიდისა სამებისაგანად და ერთად ჩუენგანად, რამეთუ იგივე გუამი მიითუალავს საზღვარსა ორთა ბუნებათასა. და რომელიცა სიტყუაჲ განუჩინოს ვინ ღმრთეებასა, მასვე ჰპოებს ქრისტესაცა ზედა და რომელიცა სიტყუაჲ განუჩინოს კაცებასა, მასვე ჰპოებს არსებასაცა ქრისტესსა“ (თეოდორე აბუკურა, ტრაქტატები და დიალოგები, თარგმნილი ბერძნულიდან არსენ იყალთოელის მიერ, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, საკუთარ სახელთა საძიებელი და ლექსიკონი დაურთო ლეილა დათიაშვილმა, თბ., 1980.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9