სა სე სვ სი სლ სმ სო სპ სრ სტ სუ სქ სწ სჳ
საბ საზ საი საკ სალ სამ სან სარ სას სატ საუ საღ საყ საც სახ საჰ

საღმრთო დაცალიერება

Gk. κέυωσιϛ
ძე ღმერთი „დაცარიელდების თჳსისა დიდებისაგან მცირედ... ესე იგი არს, ვითარმედ დამდაბლდა თჳსისა დიდებისაგან მცირედ ჟამ, რომელ არს ჟამი იგი ჩუენ თანა ქცევისაჲ, რაჲთა მე სავსებისა მისისაგან მოვიღო უხრწნელებაჲ“ (ღირ. მაქსიმე აღმსარებლის კომენტარები წმ. გრიგოლ ღმრთისმეტყველის 38-ე სიტყვაზე „შობისათვის” / სიტყვანი წმ. გრიგოლ ღმრთისმეტყველისა, ე. მეტრეველის რედაქტორობით გამოსაცემად მოამზადეს ქ. ბეზარაშვილმა, ც. ქურციკიძემ, ნ. მელიქიშვილმა, თ. ოთხმეზურმა და მ. რაფავამ //Corpus christianorum, Series Graeca 45, Corpus Nazianzenum 12, Sancti Gregorii Nazianzeni opera, Versio iberica III, Brepols, 2001.) „აწ სადმე სრულებასა შინა ღმრთეებისასა მყოფმან დააცალიერა თჳსი და მიიღო სრულებაჲ კაცობრივისა ბუნებისა უნაკლულოდ. და ვითარ-იგი არარაჲ აკლდა ღმრთეებრ, ეგრეთვე არცა რაჲ – სრულებასა შინა კაცებისასა, რაჲთა სრულ-იყოს ორთავე შინა ბუნებათა“ (თეოდორე აბუკურა, ტრაქტატები და დიალოგები, თარგმნილი ბერძნულიდან არსენ იყალთოელის მიერ, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, საკუთარ სახელთა საძიებელი და ლექსიკონი დაურთო ლეილა დათიაშვილმა, თბ., 1980.)– ნიშნავს განკაცებას. ეს საღმრთისმეტყველო ტერმინი სიმბოლურად გამოხატავს შინაარსს განსაზღვრებისა: გარდამოჴდა ზეცით. თუმცა, პირდაპირი გაგებით, არც დაცარიელება და არც ზეციდან გარდამოსლვა საღმრთო ბუნების ადგილის შეცვლას არ ნიშნავს. „ვითარმედ სიტყჳსა ღმრთისა, ესე იგი არს გუამისა მისისად ვიტყჳთ ყოფად საღმრთოსა დაცალიერებასა, რომელ არს განკაცება და ამისთჳს ერთად წმიდისა სამებისად ითქუმის ქრისტე“ (ანტინესტორიანული ტრაქტატები არსენი ვაჩეს ძის „დოგმატიკონში”, ქართული თარგმანების ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, შენიშვნები და ლექსიკონები დაურთო ა. ჩანტლაძემ, თბ., 1997.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9