პა პე პი პლ პო პრ
პავ პან პაპ პარ პატ

პავლე სამოსატელი

მანის თანამედროვე; სირიის ანტიოქიაში ეკლესიის საჭეთმპყრობელი გახდა თუ არა, ღმრთის გმობა დაიწყო. იგი ამბობდა, რომ ქრისტე უბრალო ადამიანია: როგორც ყოველ წინასწარმეტყველში, ასევე ქრისტეშიც ღმერთი-სიტყვა მკვიდრობდა, მხოლოდ უფრო მეტი ზომითა და ძალით. ქრისტეში ორი ბუნებაა, მაგრამ ერთი თვით მისია, ხოლო მეორე – ქრისტეში დამკვიდრებული ღმერთი სიტყვისა. ამიტომ ეს ორი ბუნება სრულიად განყოფილი და ერთმანეთისთვის უცხოა. პავლე სამოსატელის ერესი, რომელიც ანტიოქიის ორმა ადგილობრივმა კრებამ (264 და 268 წწ.) დაგმო, მიეკუთვნება ე. წ „დინამიურ მონარქიანობას“. მისი ერეტიკული სისტემის ამოსავალ პუნქტს წარმოადგენს შემდეგი თეზისი: „არსებობს მხოლოდ ერთი, აბსოლუტური და განუზომლად ყველაზე მაღლა მდგომი ღმრთეებრი პირი, რომელსაც წმიდა წერილში მამა ღმერთი ეწოდება. მართალია, როგორც ჩანს, წერილი სამ ღმრთეებრივ პირზე – მამასა, ძესა და სულიწმიდაზე – საუბრობს, მაგრამ ეს მხოლოდ სამი განსხვავებული სახელია, რომლებიც ერთსა და იმავე პირის მიმართ გამოიყენებიან“.
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9