ბა ბე ბი ბო ბრ ბუ ბჭ
ბუნ

ბუნებითი სჯული

წიგნად დაწერილი, ანუ ღმრთის მიერ გამოცხადებით მოცემული სჯულის უწინარეს, ადამიანებს ჰქონდათ ბუნებითი სჯული. რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი კაცის სულს შექმნისათანავე აქვს თანდაყოლილი თვისება, რომელიც მას, სინდისის მსგავსად, საღმრთო ჭეშმარიტებებს ჰკარნახობს. მთავარი მათ შორის არის უნარი რწმენისა, რომელიც უხილავის შეცნობის ნიჭს წარმოადგენს. „ყოველთა კაცთა თანა არს ბუნებითი სჯული და თჳნიერ სწავლისა ძალ-უც ყოველთა ბუნებისაგან დაბადებულთაჲსა ცნობაჲ დამბადებელისა ღმრთისაჲ“ (პავლენი, თბ., 1974. გვ. 465). ამიტომ, ვიდრე კაცი თავს არ გაიუგუნურებს, ანუ ვიდრე არაბუნებრივ თვისებებს არ შეიძენს, მას ღმრთის არსებობის უარყოფა არ შეუძლია.
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9