„გულისჴმა-ყავ უკუე, ჵ კაცო, რამეთუ ჭირი ბრძანებულ არს შენდა და არა შუებაჲ“ (ბასილი კესარიელის „სწავლათა” ეფთვიმე ათონელისეული თარგმანი, გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო ც. ქურციკიძემ, თბ., 1983.) „რამეთუ არარაჲთა სხჳთა საქმითა ეგრეთ მოიგებვის ღმერთი, ვითარ ჭირვებითა და შეურაცხებითა ჴორცთაჲთა“ (სიტყვანი წმ. გრიგოლ ღმრთისმეტყველისა, ე. მეტრეველის რედაქტორობით გამოსაცემად მოამზადეს ქ. ბეზარაშვილმა, ც. ქურციკიძემ, ნ. მელიქიშვილმა, თ. ოთხმეზურმა, მ. რაფავამ და მ. შანიძემ //Corpus christianorum, Series Graeca 36, Corpus Nazianzenum 5, Sancti Gregorii Nazianzeni opera, Versio iberica I, Brepols, 1998.) „მრავლითა ჭირითა გჳღირს ჩვენ შესვლად სასუფეველსა ღმრთისასა“ (ფსევდომაკარის თხზულებათა ქართული ვერსია, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო გ. ნინუამ, თბ., 1982.) წმ. თევდოსი დიდმა „დაყო წელიწადი სრულიად სარეცელთა ზედა შეუძრველად, გარნა თუ სხუამან შეძრის, ვიდრემდის მოჰჴდა ტყავი თეძოთა მისთა, და არა მოიწყინა და არცა სულმოკლე იქმნა. და მიხედა ოდესმე მას ერთმან ბერთაგანმან და შეეწყალა იგი და ჰრქუა: ითხოვე ღმრთისაგან, მამაო, რაჲთა განგკურნოს სალმობისა ამისგან, რამეთუ ყოველი, რაჲცა სთხოვი, და მოგცის შენ ღმერთმან. მიუგო მას წმიდამან მან და ჰრქუა: მრავალგზის მაწყინებდა მე ამისთჳს გულისსიტყუაჲ, ხოლო მე განვაგდე იგი და არა შევიწყნარე იგი, რამეთუ ფრიად ვიდიდე სოფელსა ამას და მიღირს, რაჲთა დაუთმო გუემასა ამას განქარვებადსა, რაჲთა არა მრქუან მუნ: მიგიღებიეს კეთილი შენი მუნვე. და ამისთჳს ვითმენ და არა ვითხოვ ღმრთისაგან განსუენებასა სალმობისა ამისგან, არამედ ვითხოვ მისგან, რაჲთა მომცეს მოთმინებაჲ და მადლობაჲ“ (195,42).
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8