ტა ტე ტი ტკ ტრ
ტრი ტრო

ტროპოსები

Gk. τρόποϛ სახე, ხასიათი, წესი
ღირს. მაქსიმე აღმსარებლის სწავლებით, შექმნილი ყოფიერების ლოგოსები (იხ.) ღმრთის მიერ შექმნილი სამყაროს საგანთა და მოვლენათა იდეალური პირველსახეებია, ხოლო თვით საგნები და მოვლენები წარმოადგენენ ლოგოსთა არსებობის გამოვლენას, სახეს, წესს და ტროპოსები ეწოდებათ. ღმრთის მიერ საუკუნეთა წინ დადგენილი არსთა იდეები, ანუ ლოგოსები, თუმცა არ იხილვებიან, მაგრამ ქმნილებათა განხილვის მეშვეობით მათი გააზრება და განჭვრეტა შესაძლებელია. ლოგოსსა და ტროპოსს შორის ისეთივე კავშირია, როგორიც ადამიანსა და მის პორტრეტულ გამოსახულებას შორის. თუმცა გამოსახულება სრულიად მსგავსია პირველსახისა, მაგრამ არსებით განსხვავდება, ვინაიდან იგი სულიერი არსებაა, ხოლო ნახატი – ცვილითა და საღებავებით შესრულებული ფერმწერის საქმე. ამგვარად, ღირ. მაქსიმეს სწავლებით, მთელი სამყარო მსგავსია ერთი დიდი ხატისა, რომელიც ზეციერი ხატმწერის წინასაუკუნო შემოქმედებითი განზრახვის რეალიზაციას წარმოადგენს.
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9