„უსამწყსო ეპისკოპოსი“ (საბა). ქორეპისკოპოსებს ევალებოდათ მიმოსვლა ქალაქებსა და სოფლებში და სამწყსოს დამოძღვრა. ქორეპისკოპოსთა ფუნქციები განისაზღვრა ანკვირიის (13), ნეოკესარიისა (14) და ანტიოქიის (10) კანონებით. მათ შორის ანტიოქიისა ყველაზე სრულია (არსენი საფარელი, განყოფისათჳს ქართველთა და სომეხთა, ტექსტი კრიტიკულად დაადგინა, გამოკვლევა და კომენტარები დაურთო ზაზა ალექსიძემ, თბ., 1980.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8