ღვ ღმ ღუ
ღმე ღმრ

ღმრთისმეტყველება

ეკლესიის სწავლება ღმრთისა და მის მიერ შექმნილი სამყაროს შესახებ. მისი შესატყვისი ბერძნული ტერმინია თეოლოგია (Θϵολογία) რომელიც ორი სიტყვისაგან შედგება: Θϵόϛ , ღმერთი და λόγοϛ“, სიტყვა. ამჟამად ღმრთისმეტყველება მეცნიერებათა ერთობლიობას წარმოადგენს, რომელთა შორის დოგმატური, ძირითადი, შედარებითი, ზნეობრივი და სამოძღვრო ღმრთისმეტყველების დარგებს გამოყოფენ. ღმრთისმეტყველება მადლის გარეშე შეუძლებელია: „სულიერი მადლი გჳჴმს ჩუენ ჭეშმარიტად, რაჲთა სულისა წმიდისათჳს ვისწაოთ, არა თუ ვითარმცა ღირსად რაჲმე ვთქუთ მისთჳს, რამეთუ შეუძლებელ არს, არამედ რაჲთა საღმრთოთაგან წიგნთა ვიტყოდით და უპატიჟოდ წარვლოთ სიტყჳთა. რამეთუ შიში დიდი არს ნანდჳლვე ჭეშმარიტად, რომელი-იგი სახარებასა წერილ არს, ვითარმედ: „რომელმან თქუას სიტყუაჲ საგმობელი სულისა წმიდისათჳს, არა მიეტეოს მას არცა ამას სოფელსა, არცა მერმესა მას“ (მრკ. 3,29). და არს ნანდჳლვე ესრჱ, ნუუკუჱ ვინმე უმეცრებით, გინათუ ღმრთის მოშიშებით მიზეზითა თქუას რაჲმე ვინმე მისთჳს და მოიღოს თავისა თჳსისა საშჯელი“ (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.) „საჩინო ვიდრემე და ცხად თჳთ თავით თჳსით არს ჭეშმარიტებაჲ მოყუარეთა მისთათჳს“ (ანტინესტორიანული ტრაქტატები არსენი ვაჩეს ძის „დოგმატიკონში”, ქართული თარგმანების ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, შენიშვნები და ლექსიკონები დაურთო ა. ჩანტლაძემ, თბ., 1997.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9