გა გე გვ გი გნ გრ გუ
გნო

გნოზისი

Gk. γνώσιϛ ცოდნა, შემეცნება
გნოსტიკოსთა სწავლებით, უმაღლესმა არსებამ, რათა სულს გაემარჯვა მატერიაზე და რათა დაერღვია ბოროტი სამეფო დემიურგისა (ე. ი. ხილული სამყაროს შემოქმედი ეონისა), ქვეყნად წარმოგზავნა თავისი უმაღლესი ეონი, რომელიც შეუერთდა ადამიან იესოს და რომელმაც ადამიანები აზიარა გნოზისს, ანუ გამოუცხადა მათ, რომ ისინი ღმრთეებრივი (სულიერი) წარმოშობისანი იყვნენ, და მიუთითა იმ საშუალებებზე, რომლითაც მატერიისგან განთავისუფლება იქნებოდა შესაძლებელი. გნოსტიკოსთა აზრით, ქრისტემ ადამიანებს ორგვარი სწავლება გადასცა: რჩეულებს მისცა სულიერი მოძღვრება, რომელიც ჰქონდათ სწორედ გნოსტიკოსებს, ხოლო ყველა დანარჩენი აზიარა გრძნობად სწავლებას, რომელიც გადმოცემულია წმიდა წერილის წიგნებში და რომელსაც ინახავს მთელი ქრისტიანული ეკლესია.
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9