შა შე შვ ში შო შრ შუ
შეგ შედ შეზ შეკ შემ შეს შეუ შექ შეც

შეზავებული გვამი

წმ. ექვთიმე მთაწმიდელის „წინაძღუარში“, ერთი მხრივ, მოცემულია განსაზღვრებანი: ქრისტე „არა ერთი ბუნებაჲ არს, ორთაგან შეზავებული, არამედ ერთი გუამი ორითა ბუნებითა და ორნი ბუნებანი ერთსა შინა შეზავებულსა გუამსა“ (წმ. ეფთვიმე მთაწმიდელი, წინამძღუარი (სარწმუნოებისათვის), ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს თორნიკე ჭყონიამ და ნანა ჩიკვატიამ; გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო ნანა ჩიკვატიამ, თბ., 2007.) და „აღვიარებთ ღმრთეებისა და კაცებისაგან ერთსა გუამსა შეზავებულსა“ (წმ. ეფთვიმე მთაწმიდელი, წინამძღუარი (სარწმუნოებისათვის), ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს თორნიკე ჭყონიამ და ნანა ჩიკვატიამ; გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო ნანა ჩიკვატიამ, თბ., 2007.); მეორე მხრივ: „ყოველივე არასრულთა საქმეთაგან შეერთებული შეზავებულ იწოდების, ხოლო სრულთა გუამთაგან შერეულებაჲ არა იქმნების. ამისთჳს სრულთა ვიტყჳთ გუამოვნებათა, რაჲთა არა შერევნაჲ და შეზავებულებაჲ მოვიგონოთ ბუნებასა მას შინა საღმრთოსა, რამეთუ ყოველივე შეზავებული განყოფადი არს“ (წმ. ეფთვიმე მთაწმიდელი, წინამძღუარი (სარწმუნოებისათვის), ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს თორნიკე ჭყონიამ და ნანა ჩიკვატიამ; გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო ნანა ჩიკვატიამ, თბ., 2007.) და „არცა ორთაგან ბუნებათა ერთი შეზავებული ბუნებაჲ იქმნა. რამეთუ შეზავებული ბუნებაჲ არცა ერთისა მსგავს არს, რომელთაგან შეიზავა“ (წმ. ეფთვიმე მთაწმიდელი, წინამძღუარი (სარწმუნოებისათვის), ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს თორნიკე ჭყონიამ და ნანა ჩიკვატიამ; გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო ნანა ჩიკვატიამ, თბ., 2007.) – აქედან გამომდინარე, კონტექსტის მიხედვით ზუსტად უნდა დავიცვათ მნიშვნელობა ტერმინისა შეზავებული: ვამბობთ, რომ შეზავებულია გვამი იესო ქრისტესი და არა – მისი ორი ბუნება; ვინაიდან თუ ორი ბუნება ერთმანეთს შეეზავებოდა, მაშინ იგი ერთ ბუნებად უნდა ქცეულიყო, რომელიც არცერთი ბუნების მსგავსი არ იქნებოდა: „ოდეს სხუანი ბუნებანი შეიზავნენ, სხუაჲ ბუნებაჲ იქმნების“. ამასთანავე, შეზავებული არ იხმარება სამების პირთა ურთიერთდამოკიდებულების განსაზღვრის დროს, რადგან ყოველივე შეზავებულში განსხვავებული თვისებები არსებობენ და ამიტომ საღმრთო ბუნების სიმარტივეში შეზავებას განყოფილება შეაქვს. მართალია, ნათქვამი იყო: „ყოველივე შეზავებული განყოფადი არს“, მაგრამ თუ აქ ქრისტეს შეზავებულ გვამს მოვიაზრებთ, მაშინ მისი ორი ბუნების განუყოფელი განყოფა უნდა ვიგულისხმოთ, ვინაიდან ქრისტეში ორი ბუნება განუყოფლად შეერთდა, და აზრი არა რეალურ, არამედ წარმოსახვით განყოფილებას შევუფარდოთ და სარწმუნოებით ვაღიაროთ: „მარტივი იგი გუამი სიტყჳსა იქმნა შეზავებულ ორთაგან სრულთა ბუნებათა“ (წმ. ეფთვიმე მთაწმიდელი, წინამძღუარი (სარწმუნოებისათვის), ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს თორნიკე ჭყონიამ და ნანა ჩიკვატიამ; გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო ნანა ჩიკვატიამ, თბ., 2007.) „ჩუენ, მართლმადიდებელნი, ერთსა რაჲ შეზავებულსა გუამსა ვიტყოდით ქრისტესსა, არა სხუასა გულისჴმა-ვჰყოფთ გუამსა, თჳნიერ სამარადისოჲსა ძისა გუამისა, ერთისა სამებისაგანისა, რამეთუ არა ახლისა რაჲსმე თანა-შემოღებასა მივითუალავთ, ნუ იყოფინ, არამედ სახე გუამოვნებითისა შეზავებისაჲ განცხადებულად წარმოიდგინებოდედ: ორ-კერძოვე შეზავებულ-ყოფასა ვიტყჳთ სამარადისოჲსა ძისა გუამისასა, რამეთუ ითქუმის შეზავებული ღმრთეებისაგან და კაცებისა“ (თეოდორე აბუკურა, ტრაქტატები და დიალოგები, თარგმნილი ბერძნულიდან არსენ იყალთოელის მიერ, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, საკუთარ სახელთა საძიებელი და ლექსიკონი დაურთო ლეილა დათიაშვილმა, თბ., 1980.) სევერიანოზთა ფორმულას „ერთი შეზავებული ბუნება“ (μία φύσιϛ σύνθϵτοϛ, единая сложная природа) მართლმადიდებელი ღმრთისმეტყველები უპირისპირებდნენ ალტერნატიულ განსაზღვრებას: „ერთი შეზავებული ჰიპოსტასი“ (μία ὑποσт ασιϛ σύνϵτοϛ) „ორთა ბუნებათა აქუს ერთი გუამი საზოგადოჲ ძეობისაჲ, ესე იგი არს ძისა ღმრთისაჲ; რამეთუ იგივე გუამი ძე ღმრთისა არს ღმრთეებისაებრ და ძე ქალწულისა კაცებისაებრ“ (ანტინესტორიანული ტრაქტატები არსენი ვაჩეს ძის „დოგმატიკონში”, ქართული თარგმანების ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, შენიშვნები და ლექსიკონები დაურთო ა. ჩანტლაძემ, თბ., 1997.) „პირველ მარტივად მყოფი, უკუანაჲსკნელ შეზავებულ იქმნა; არა ბუნებაჲ შეზავებული, არამედ გუამი ხოლო შეზავებული, წინაჲსწარვე მის შორის მყოფისა ღმრთეებისაგან და უკუანაჲსკნელ მიხუმულთა სულითა სიტყჳერითა და გონიერითა სულიერქმნილთა ჴორცთაგან“ (ანტინესტორიანული ტრაქტატები არსენი ვაჩეს ძის „დოგმატიკონში”, ქართული თარგმანების ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, შენიშვნები და ლექსიკონები დაურთო ა. ჩანტლაძემ, თბ., 1997.) „არა ჯერ-არს შეზავებულად არსებად თქუმაჲ გუამისა ქრისტესისაჲ, არა მარტივად არსებად, ვითარცა გუამისაჲ სათანადო არს თქუმაჲ მისი“; „ორთა შეერთებულთა ბუნებათა შენასრულები, ესე იგი არს არსებათაჲ თჳთებათა თანა მათთა, საღმრთოჲსა ვიტყჳ და კაცობრივისა, რაჲთა იყოს გუამი ქრისტესი საქმე შეზავებული, არსებითი ანუ განუკუეთელი ორთა შინა ბუნებათა ცნობილი“ (ანტინესტორიანული ტრაქტატები არსენი ვაჩეს ძის „დოგმატიკონში”, ქართული თარგმანების ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, შენიშვნები და ლექსიკონები დაურთო ა. ჩანტლაძემ, თბ., 1997.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9