ძა ძე ძვ ძი ძმ
ძიე ძილ ძირ

ძირი, რტო, ყვავილი

„ისაიაჲს მიერ კეთილად თქუმული: „გამოვიდეს კუერთხი (ῥάβδοϛ“, отрасль) ძირისაგან იესესისა და ყუავილი (ἄνθοϛ, ветвь) ძირისა მისისაგან აღყუავნეს“ (ეს. 11,1), რომელი-ესე განცხადებულად ქრისტეს მიმართ და ყოვლად წმიდისა ქალწულისა აღიყვანების. მორჩ საკუთრებით არს დავით, ხოლო კუერთხ, ცხად არს, ვითარმედ ყოვლად უბიწოჲ ქალწული, ხოლო ყუავილად თჳთ თავადი ქრისტე, რომელი გალობს წიგნსა შინა ქებათასა სახითმეტყველებისა მიერ შესაბამად თჳსსა სახელის-დებასა სულნელებისასა. „მე, – იტყჳს, ვითარმედ, – ყუავილი ველისაჲ და შროშანი ღელეთაჲ“ (ქებ. 2,1)“, (ძველი მეტაფრასული კრებულები (სექტემბრის საკითხავები), ტექსტები გამოსაცემად მოამზადა, კომენტარები და საძიებლები დაურთო ნარგიზა გოგუაძემ, თბ., 1986.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9