სა სე სვ სი სლ სმ სო სპ სრ სტ სუ სქ სწ სჳ
სია სიბ სივ სიზ სიკ სიმ სინ სის სიტ სიყ სიც სიძ სიწ სიხ

სინური მრავალთავის ანდერძი

„მე, მაკარი ლეთეთელი, ძჱ გიორგი გრძელისაჲ, ცოდვილი ფრიად, ღირს მყო ღმერთმან შესაქმედ წმიდისა ამის წიგნისა მრავალთავისა თანა-შეწევნითა ძმისა ჩუენისა სულიერად პიმენ კახისაჲთა და ჴელთ წერითა დედის ძმისწულისა ჩემისა ამონა ვახთანგ მოძარღულისა ძისაჲთა“; „დაიწერა ესე წიგნი იერუსალემს, ლავრასა დიდსა წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა საბაჲსსა დღეთა ღმრთის მოყუარისა თევდოსი პატრეაქისათა და საბა-წმიდას პატიოსნისა და სანატრელისა სოლომონ მამასახლისისათა. და დაიწერა წმიდაჲ ესე წიგნი დასაბამითგან წელთა (6468); ქრონიკონი იყო: ႮႣ (84)“, ე. ი. ქრისტეს შემდეგ 864 წელს (=6468–5604). „და მე, გლახაკმან მაკარი, შევწირე წმიდაჲ ესე მრავალთავი წმიდათ-წმიდასა მთასა სინას საჴსენებელად და სარგებელად თავთა ჩუენთა და სულთა ჩუენთათჳს“(სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9