აბ ად ავ აზ აკ ალ ამ ან აპ არ ას აფ აღ აჩ ახ
ადა ადგ ადო

ადოგმატისტები

XVIII ს-ის ბოლოს პროტესტანტულ გარემოში გაჩენილი რელიგიურ-ფილოსოფიური თეორიის მიმდევრები, რომლებიც ქრისტიანულ ცხოვრებაში დოგმატების მნიშვნელობას უარყოფდნენ (კანტი, შლეიერმახერი). მათი აზრით, რელიგია არა დოგმატებს, არამედ მარტოოდენ ზნეობრიობას, ანუ ზნეობრივ გრძნობებს უნდა დაფუძნებოდა. ადოგმატისტთა შეცდომა ის იყო, რომ ადამიანის სულიერი განახლება საკუთარი ძალებით შესაძლებლად მიაჩნდათ. ამით კი ცხონების საქმეში მაცხოვრისა და ღმრთის მადლის დახმარების აუცილებლობას ირიბად უარყოფდნენ.
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9