„გუამისა სახელი ორსა დაჰნიშნავს: ოდესმე უკუე მარტივად მყოფობასა, – რომლისა დანიშნვისაებრ იგივე არს არსებაჲ და გუამი, რომლისათჳსცა ვიეთმე მამათაგანთა თქუეს, ვითარმედ ბუნებანი, რომელ არიან გუამნი; – ხოლო ოდესმე თავით თჳსითსა და განთჳსებულად შემტკიცებულსა მყოფობასა, რომლისა დანიშნვისაებრ განუკუეთელსა ცხად-ჰყოფს, განყოფილსა რიცხჳთა, ესე იგი არს, მას ვისმე პეტრეს, პავლეს ანუ მას რომელსამე ცხენსა. რამეთუ საჴმარ არს ცნობად, ვითარმედ არცა არსებაჲ ხილულ არს თავით თჳსით თჳსაგან შემტკიცებული, არცა – არსებითნი განყოფილებანი, არცა – სახე, არცა – შემთხუევითი, არამედ მხოლოდ – გუამნი ოდენ, რომელ არიან განუკუეთელნი. და მათ შინა იხილვებიან არსებაჲ და არსებითნი განყოფილებანი, სახე და შემთხუევითნი. და მარტივი უკუე არსებაჲ ყოველთა გუამთა შორის იგივედ და ერთად იხილვების: სულიერთა და უსულოთა, სიტყჳერთა და უსიტყუელთა, მოკუდავთა და უკუდავთა. ხოლო არსებითნი განყოფილებანი სხუანი არიან უსულოთა შორის და სხუანი – სულიერთა შორის, ეგრეთვე მოკუდავთა შორის – სხუანი და უკუდავთა შორის – სხუანი; და მარტივად ითქუმოდენ: თითოეულისა სახოვანისა სახისა გუამოვნებათა შორის – იგინივე და ერთნი, რამეთუ შეაყოფენ მათ სიტყჳთა არსებისაჲთა, ხოლო განაშორებენ მათ სხუა-სახეთა გუამოვნებათაგან. ეგრეთვე შემთხუევითნი მათ შინა, ესე იგი არს, გუამთა შინა იხილვებიან, რომელნი განაშორებენ თითოეულსა გუამსა თანა-მოსახეთა გუამთაგან, რომლისათჳსცა განუკუეთელმან დაიმკჳდრა საკუთრად სახელი გუამოვნებისაჲ, რამეთუ მის შორის მოიგო არსებამან მოქმედებაჲ, მიმხუმელმან შემთხუევითთამან“ (იოანე დამასკელი, დიალექტიკა, ქართული თარგმანების ტექსტი გამოსცა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო მაია რაფავამ, თბ., 1976.) გვამი – იგივეა, რაც ჰიპოსტასი.
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8