„ხოლო გუამოანი ოდესმე უკუე მარტივად მყოფობასა ცხად-ჰყოფს, – რომლისა დანიშვნისაებრ არა მარტივსა არსებასა ხოლო გუამოვნად ვიტყჳთ, არამედ – შემთხუევითსაცა, რომელი საკუთრად არა გუამოანი არს, არამედ სხუა-გუამი; – ხოლო ოდესმე განთჳსებულსა გუამსა, ესე იგი არს, განუკუეთელსა ცხად-ჰყოფს, რომელი საკუთრად არა გუამოანი, არამედ გუამი არს და სახელ-იდების. ხოლო საკუთრად გუამოანი არს: ანუ თჳსაგან ვიდრემე არა შეგუამებული, არამედ გუამთა შინა ხილული, – ვითარ-იგი სახე, რომელ არს ბუნებაჲ კაცისაჲ, თჳსისა გუამისა შინა არა იხილვების, არამედ პეტრეს და პავლეს და სხუათა კაცთა გუამებსა შინა; – ანუ სხჳსა თანა, არსებით განყოფილისა, ქმნაჲ ვისგანმე ყოვლითურთისა შეზავებისაჲ და ერთისა შესრულებაჲ შეზავებულისა გუამისაჲ, – ვითარ-იგი კაცი სულისაგან და ჴორცთა შეზავებულ არს და არცა მხოლოჲ სული ოდენ ითქუმის გუამად, არცა ჴორცნი, არამედ – გუამოვნად, ხოლო ორთაგანვე შესრულებული იგი – ორთავე გუამად. ვინაჲთგან არცა სული თჳსაგან თავით თჳსით გუამ-ქმნილ არს, არცა ჴორცნი, არამედ თანად ორნივე. რამეთუ საკუთრად გუამად თჳსაგან თავით თჳსით მდგომი არსცა და სახელიდების. კუალად ითქუმის გუამოვნად სხჳსა გუამისა მიერ მიღებული ბუნებაჲ და მის შორის მომგებელი ყოფისაჲ. რომლისათჳსცა ჴორცნი უფლისანი, არა გუამ-ქმნილნი თავით თჳსით არცა წამსა ჟამისასა, არა გუამ, არამედ უფროჲსღა გუამოან არიან, რამეთუ გუამსა შინა სიტყჳსა ღმრთისასა შეგუამდეს მის მიერ მიხუმულნი იგი და იგი აქუნდა და აქუს გუამად“ (იოანე დამასკელი, დიალექტიკა, ქართული თარგმანების ტექსტი გამოსცა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო მაია რაფავამ, თბ., 1976.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8