გვრიტი „მამლის მოყუარე არს და სიწმიდესა იმარხავნ: ჟამ თუ სადამე არნ და მოიკლის მამალი იგი ანუ მფრინველისაგან ანუ თუ მახითა, მიერითგან დედალი იგი სხუასა მამალსა არღარა შეეყვის, არამედ მისსა მას სიყუარულსა დაადგრის“. ნეტარმა დავითმა (ფს.83,3) „გურიტსა ამსგავსა სული წმიდაჲ და ეკლესიაჲ“; ასევე იერემია წინასწარმეტყველმა (იერ.8,7) „გურიტი ყოვლითურთ წმიდაჲ ეკლესიაჲ თქუა, და მერცხალი – კაცის-მოყუარჱ იოვანე ნათლის-მცემელი, და მჭურინავი – ჴმა-ჰამოჲ პავლე, რომელი იყო ნესტჳ ეკლესიათაჲ“ (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.) მჭურინავი (მჭრინავი) საამოდ მხმობელი ცნობილი ჩიტია ბეღურასებრთა ოჯახიდან.
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8